https://sputnik-georgia.com/20261116/kvaracxelia-2026-wlis-mamakacis-jildos-laureati-gaxda-301746742.html
ხვიჩა კვარაცხელია GQ-ს 2026 წლის მამაკაცის ჯილდოს ლაურეატი გახდა
ხვიჩა კვარაცხელია GQ-ს 2026 წლის მამაკაცის ჯილდოს ლაურეატი გახდა
Sputnik საქართველო
სტატიის ავტორი რამდენიმე მიზეზს გამოყოფს, რის გამოც ქართველმა ფეხბურთელმა GQ Men of the Year 2026-ის წოდება დაიმსახურა - მთავარი არგუმენტი „პსჟ-ს“ ისტორიულ... 16.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-16T18:12+0400
2026-11-16T18:12+0400
2026-11-16T18:12+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
საქართველოს სიამაყე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/10/301741928_12:0:1265:705_1920x0_80_0_0_4d4b089680973cf08cc9042704cf4a39.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალ GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის (Men of the Year 2026) ტიტულის მფლობელი გახდა.გასული სეზონის შედეგებით კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, „ოქროს ბურთისთვის“ რბოლაში კი მეექვსე ადგილი დაიკავა. 20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონს გამოტოვებს. სპეციალისტების პროგნოზით, კვარაცხელიას რეაბილიტაციას, შესაძლოა, ცხრა თვე დასჭირდეს.სტატიის ავტორი რამდენიმე მიზეზს გამოყოფს, რის გამოც ქართველმა ფეხბურთელმა GQ Men of the Year 2026-ის წოდება დაიმსახურა.მთავარი არგუმენტი „პსჟ-ს“ ისტორიულ, ნანატრ წარმატებებში ხვიჩას წვლილია. კვარაცხელია იმ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.GQ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვარაცხელია დიდი მატჩების ფეხბურთელია. მას შეუძლია წნეხის ქვეშ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, გადამწყვეტ მომენტებში თამაშის მიმდინარეობის შეცვლა და უძლიერეს კლუბებთან დაპირისპირებებში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მისმა არაპროგნოზირებადმა დრიბლინგმა, სისწრაფემ და თამაშის გამწვავების უნარმა ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შემტევ ფეხბურთელად აქცია.„მსოფლიო აღიარების მიუხედავად, ის რჩება თავმდაბალ და შრომისმოყვარე მოთამაშედ, რომელიც გუნდურ ინტერესებს პირად ამბიციებზე მაღლა აყენებს. სწორედ ამიტომ დაემთხვა მისი სათამაშო ფილოსოფია ასე კარგად „პსჟ-ს“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მოთხოვნებს“, – აღნიშნავს ავტორი.GQ-ს რედაქცია აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი თანამედროვე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/10/301741928_169:0:1109:705_1920x0_80_0_0_77296344e7bf635e7802c336c41d12db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, საქართველოს სიამაყე, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, საქართველოს სიამაყე, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელია GQ-ს 2026 წლის მამაკაცის ჯილდოს ლაურეატი გახდა
სტატიის ავტორი რამდენიმე მიზეზს გამოყოფს, რის გამოც ქართველმა ფეხბურთელმა GQ Men of the Year 2026-ის წოდება დაიმსახურა - მთავარი არგუმენტი „პსჟ-ს“ ისტორიულ, ნანატრ წარმატებებში ხვიჩას წვლილია.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალ GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის (Men of the Year 2026) ტიტულის მფლობელი გახდა.
გასული სეზონის შედეგებით კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, „ოქროს ბურთისთვის“ რბოლაში კი მეექვსე ადგილი დაიკავა. 20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონს გამოტოვებს. სპეციალისტების პროგნოზით, კვარაცხელიას რეაბილიტაციას, შესაძლოა, ცხრა თვე დასჭირდეს.
„2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია „პსჟ"-ის ზედიზედ მეორე ევროპული ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ქართველი დღეს ეროვნული სიამაყე და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა“, — წერს გამოცემა GQ France.
სტატიის ავტორი რამდენიმე მიზეზს გამოყოფს, რის გამოც ქართველმა ფეხბურთელმა GQ Men of the Year 2026-ის წოდება დაიმსახურა.
მთავარი არგუმენტი „პსჟ-ს“ ისტორიულ, ნანატრ წარმატებებში ხვიჩას წვლილია. კვარაცხელია იმ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.
„შუა სეზონში გადასვლის მიუხედავად, მან სწრაფად გაიარა ადაპტაცია და პარიზელებს მთავარი ევროპული საკლუბო ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. 2025/2026 წლების სეზონში ქართველი ფეხბურთელი ტურნირზე „პსჟ-ს“ საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა, ასევე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა“, – წერს ავტორი.
GQ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვარაცხელია დიდი მატჩების ფეხბურთელია. მას შეუძლია წნეხის ქვეშ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, გადამწყვეტ მომენტებში თამაშის მიმდინარეობის შეცვლა და უძლიერეს კლუბებთან დაპირისპირებებში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მისმა არაპროგნოზირებადმა დრიბლინგმა, სისწრაფემ და თამაშის გამწვავების უნარმა ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შემტევ ფეხბურთელად აქცია.
„მსოფლიო აღიარების მიუხედავად, ის რჩება თავმდაბალ და შრომისმოყვარე მოთამაშედ, რომელიც გუნდურ ინტერესებს პირად ამბიციებზე მაღლა აყენებს. სწორედ ამიტომ დაემთხვა მისი სათამაშო ფილოსოფია ასე კარგად „პსჟ-ს“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მოთხოვნებს“, – აღნიშნავს ავტორი.
GQ-ს რედაქცია აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი თანამედროვე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.