https://sputnik-georgia.com/20261116/kobaxidze-saqartvelos-ekonomikis-zrdaze-301742380.html
საქართველოს ეკონომიკა იზრდება: პრემიერმა წარმატების ძირითადი ფაქტორები დაასახელა
საქართველოს ეკონომიკა იზრდება: პრემიერმა წარმატების ძირითადი ფაქტორები დაასახელა
Sputnik საქართველო
ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე საუბრისას, კობახიძემ ეფექტიანი ეკონომიკური მოდელი, საკანონმდებლო ბაზა და სამთავრობო გუნდის შეთანხმებული მუშაობა გამოყო. 16.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-16T14:00+0400
2026-11-16T14:00+0400
2026-11-16T14:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_98af624390d614d749bb0a2f9148103a.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მთავრობასა და ბიზნეს-სექტორს შორის მუდმივი დიალოგი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში: დიალოგი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის“ სიტყვით გამოსვლისას.მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად, საბოლოო ჯამში, თავად მეწარმეები რჩებიან.პრემიერმა ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა და ნეგატიური გლობალური ტენდენციების მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება სახელმწიფოსა და სამეწარმეო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი გახდა.ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე საუბრისას, კობახიძემ ეფექტიანი ეკონომიკური მოდელი, საკანონმდებლო ბაზა და სამთავრობო გუნდის შეთანხმებული მუშაობა გამოყო.მან ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილს. პრემიერის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში უწყებამ არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მართვის სფეროში.კერძოდ, გრძელდება „საქართველოს რკინიგზის“ რეფორმა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, წელს განსახორციელებელი დამატებითი ცვლილებები კომპანიას საშუალებას მისცემს, წლიური შემოსავალი დაახლოებით 80 მილიონი ლარით გაზარდოს.დადებითი ცვლილებები ხდება „საქართველოს ფოსტაშიც“. პრემიერის თქმით, სახელმწიფო საწარმომ, რომელიც მანამდე ზარალზე მუშაობდა, მიმდინარე წელი პირველად უნდა დაასრულოს მოგებით. კომპანიის დავალიანება 20 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა წლის ბოლომდე, მოსალოდნელია, რომ ის დაიფარება და საწარმო წელს დადებითი ფინანსური შედეგით დაასრულებს.კობახიძემ ცალკე გამოყო ენერგეტიკის სექტორი. მისი თქმით, მანამდე აღნიშნულ სფეროში ნეგატიური პროცესები შეინიშნებოდა, თუმცა ვითარება შეიცვალა. „ვფიქრობ, მომდევნო წლები ენერგეტიკის აღმშენებლობისა და განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2021–2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 9,5% შეადგინა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2026 წლის ცხრა თვის შედეგებით, ეკონომიკა 7,4%-ით გაიზარდა. ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წლიური ზრდის პროგნოზი 5,3-დან 7,2%-მდე გაზარდა. პრემიერის თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, 2026–2031 წლებში, საშუალო წლიური ზრდა 5,5%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_64f691e273ed23633d8634dc17c594d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ენერგეტიკა
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა იზრდება: პრემიერმა წარმატების ძირითადი ფაქტორები დაასახელა
ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე საუბრისას, კობახიძემ ეფექტიანი ეკონომიკური მოდელი, საკანონმდებლო ბაზა და სამთავრობო გუნდის შეთანხმებული მუშაობა გამოყო.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მთავრობასა და ბიზნეს-სექტორს შორის მუდმივი დიალოგი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში: დიალოგი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის“ სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად, საბოლოო ჯამში, თავად მეწარმეები რჩებიან.
„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა ეკონომიკის განვითარებასთან, ბიზნესისთვის კიდევ უფრო უკეთესი პირობების შექმნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მომავალშიც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ განვაგრძოთ საქმიანი დიალოგი თქვენთან ერთად", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა და ნეგატიური გლობალური ტენდენციების მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება სახელმწიფოსა და სამეწარმეო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი გახდა.
ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე საუბრისას, კობახიძემ ეფექტიანი ეკონომიკური მოდელი, საკანონმდებლო ბაზა და სამთავრობო გუნდის შეთანხმებული მუშაობა გამოყო.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილს. პრემიერის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში უწყებამ არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მართვის სფეროში.
კერძოდ, გრძელდება „საქართველოს რკინიგზის“ რეფორმა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, წელს განსახორციელებელი დამატებითი ცვლილებები კომპანიას საშუალებას მისცემს, წლიური შემოსავალი დაახლოებით 80 მილიონი ლარით გაზარდოს.
დადებითი ცვლილებები ხდება „საქართველოს ფოსტაშიც“. პრემიერის თქმით, სახელმწიფო საწარმომ, რომელიც მანამდე ზარალზე მუშაობდა, მიმდინარე წელი პირველად უნდა დაასრულოს მოგებით. კომპანიის დავალიანება 20 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა წლის ბოლომდე, მოსალოდნელია, რომ ის დაიფარება და საწარმო წელს დადებითი ფინანსური შედეგით დაასრულებს.
კობახიძემ ცალკე გამოყო ენერგეტიკის სექტორი. მისი თქმით, მანამდე აღნიშნულ სფეროში ნეგატიური პროცესები შეინიშნებოდა, თუმცა ვითარება შეიცვალა. „ვფიქრობ, მომდევნო წლები ენერგეტიკის აღმშენებლობისა და განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2021–2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 9,5% შეადგინა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2026 წლის ცხრა თვის შედეგებით, ეკონომიკა 7,4%-ით გაიზარდა. ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წლიური ზრდის პროგნოზი 5,3-დან 7,2%-მდე გაზარდა. პრემიერის თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, 2026–2031 წლებში, საშუალო წლიური ზრდა 5,5%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის პროგნოზირებულ მაჩვენებელს.