https://sputnik-georgia.com/20261116/kobaxidze-galuzini-zurabashvilis-shexvedra-male-gaimarteba-301745868.html
კობახიძე: საქართველოს და რუსეთის სპეცწარმომადგენლების შეხვედრა მალე გაიმართება
კობახიძე: საქართველოს და რუსეთის სპეცწარმომადგენლების შეხვედრა მალე გაიმართება
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, საზოგადოება აუცილებლად იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ სად და როდის გაიმართება შეხვედრა 16.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-16T17:37+0400
2026-11-16T17:37+0400
2026-11-16T17:37+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/02/300927503_0:379:2048:1531_1920x0_80_0_0_e3320416a2040357b44bdbc4c5b48fdb.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, ძალიან მალე გაიმართება, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვმა კონტაქტი დაამყარა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან, მისი ვიზავი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი იქნება.პრემიერ-მინისტრის თქმით, საზოგადოება აუცილებლად იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ სად და როდის გაიმართება შეხვედრა. „შესაძლოა, ეს არ იყოს თბილისი ან მოსკოვი, არამედ — სხვა ადგილი. ამის შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ“, — დასძინა კობახიძემ.ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში 21 ოქტომბერს დანიშნა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად.პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/02/300927503_0:5:2048:1541_1920x0_80_0_0_8e8b5472072414032aeb03e06e2b832e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
კობახიძე: საქართველოს და რუსეთის სპეცწარმომადგენლების შეხვედრა მალე გაიმართება
პრემიერის თქმით, საზოგადოება აუცილებლად იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ სად და როდის გაიმართება შეხვედრა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, ძალიან მალე გაიმართება, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვმა კონტაქტი დაამყარა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან, მისი ვიზავი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი იქნება.
„რაც შეეხება ურთიერთობებს ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საზოგადოება აუცილებლად იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ სად და როდის გაიმართება შეხვედრა. „შესაძლოა, ეს არ იყოს თბილისი ან მოსკოვი, არამედ — სხვა ადგილი. ამის შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ“, — დასძინა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში 21 ოქტომბერს დანიშნა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად.
პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.