მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარში იმყოფება

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკატარი
კატარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2026
გამოწერა
საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ მოჰამად ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან, ასევე კატარის სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.
საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა.
ყველა ახალი ამბავი
0