https://sputnik-georgia.com/20261116/ashsh-saqartvelos-daxmarebis-programebi-sheamcira-301750076.html
ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ-მა საქართველოს დახმარების დაფინანსება 27-ჯერ შეამცირა
ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ-მა საქართველოს დახმარების დაფინანსება 27-ჯერ შეამცირა
Sputnik საქართველო
დაფინანსება 2025 წელს არსებული 37,6 მილიონი დოლარიდან 1,4 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 16.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-16T21:00+0400
2026-11-16T21:00+0400
2026-11-16T21:00+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს ეკონომიკა
usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276791479_0:75:1280:795_1920x0_80_0_0_50ac83dcd8f06c31a6750603db5a8c46.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარების პროგრამების დაფინანსება თითქმის 27-ჯერ შეამცირა, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელსაც სააგენტო РИА Новости გაეცნო.როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დაფინანსება 2025 ფისკალურ წელს არსებული 37,6 მილიონი დოლარიდან 2026 წელს 1,4 მილიონ დოლარამდე შემცირდა. დარჩენილი დახმარების უმეტესი ნაწილი საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის პროგრამაზე იყო მიმართული.შემცირება მოხდა საზღვარგარეთის ქვეყნებისთვის ამერიკული დახმარების პროგრამების გადახედვის ფონზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წლის იანვარში დაიწყო. შედეგად, საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტების უმეტესობა დაიხურა, ხოლო ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების დაქვემდებარებაში არსებული გრანტების დაახლოებით 85% კი გაუქმდა.1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, აშშ-მა ქვეყანას 6,2 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ეკონომიკური და სამხედრო დახმარება გამოუყო, ნათქვამია РИА Новости-ის მიერ შესწავლილ დოკუმენტში.2025 წლის ივლისში, საგარეო დახმარების პროგრამების გადახედვის შედეგად, თბილისში აშშ-ის საელჩოსთან მოქმედი USAID-ის წარმომადგენლობა დაიხურა, დარჩენილი პროექტები კი სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონულ ქვედანაყოფებსა და საელჩოს შესაბამის განყოფილებებს გადაეცა.2026 წლის იანვარში სახელმწიფო დეპარტამენტმა გამონაკლისი დაუშვა ჯანდაცვის სფეროს ორი პროგრამისთვის, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 4 მილიონ დოლარს შეადგენს, და მათი განხორციელების განახლების ნებართვა გასცა
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276791479_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_fc6cac2f1ffba1995edd147145c84012.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს ეკონომიკა, usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს ეკონომიკა, usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ-მა საქართველოს დახმარების დაფინანსება 27-ჯერ შეამცირა
დაფინანსება 2025 წელს არსებული 37,6 მილიონი დოლარიდან 1,4 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარების პროგრამების დაფინანსება თითქმის 27-ჯერ შეამცირა, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელსაც სააგენტო РИА Новости გაეცნო.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დაფინანსება 2025 ფისკალურ წელს არსებული 37,6 მილიონი დოლარიდან 2026 წელს 1,4 მილიონ დოლარამდე შემცირდა. დარჩენილი დახმარების უმეტესი ნაწილი საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის პროგრამაზე იყო მიმართული.
შემცირება მოხდა საზღვარგარეთის ქვეყნებისთვის ამერიკული დახმარების პროგრამების გადახედვის ფონზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წლის იანვარში დაიწყო. შედეგად, საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტების უმეტესობა დაიხურა, ხოლო ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების დაქვემდებარებაში არსებული გრანტების დაახლოებით 85% კი გაუქმდა.
1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, აშშ-მა ქვეყანას 6,2 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ეკონომიკური და სამხედრო დახმარება გამოუყო, ნათქვამია РИА Новости-ის მიერ შესწავლილ დოკუმენტში.
2025 წლის ივლისში, საგარეო დახმარების პროგრამების გადახედვის შედეგად, თბილისში აშშ-ის საელჩოსთან მოქმედი USAID-ის წარმომადგენლობა დაიხურა, დარჩენილი პროექტები კი სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონულ ქვედანაყოფებსა და საელჩოს შესაბამის განყოფილებებს გადაეცა.
2026 წლის იანვარში სახელმწიფო დეპარტამენტმა გამონაკლისი დაუშვა ჯანდაცვის სფეროს ორი პროგრამისთვის, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 4 მილიონ დოლარს შეადგენს, და მათი განხორციელების განახლების ნებართვა გასცა