https://sputnik-georgia.com/20261116/2025-wlis-ekonomikuri-zrdis-machevenebeli-daazustes-301739169.html
საქართველოში 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააზუსტეს
საქართველოში 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააზუსტეს
Sputnik საქართველო
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა, უძრავი ქონება, გადამამუშავებელი მრეწველობა. 16.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-16T11:38+0400
2026-11-16T11:38+0400
2026-11-16T11:38+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/92/246249235_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_52a5a3b4b13608dcfb884376ad91a287.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 202 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8,4% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.ამრიგად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მარტში დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, როდესაც მშპ-ის ზრდამ 7,5% შეადგინა, 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.მიმდინარე ფასებში 2025 წელს მშპ-ის მოცულობამ 108,4 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 7,5%, მშპ-მ კი ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარზე მეტი შეადგინა.ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება2025 წელს ყველაზე მეტი ზრდა აჩვენა შემდეგმა სფეროებმა: განათლება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (-7,6%), ასევე სამთომოპოვებითი მრეწველობის (-3,7%) სფეროებში.მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა, უძრავი ქონება, გადამამუშავებელი მრეწველობა.ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდება.ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,7% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/92/246249235_259:0:2930:2003_1920x0_80_0_0_dd715e1a2c047d3da6ffc4fda69c962c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააზუსტეს
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა, უძრავი ქონება, გადამამუშავებელი მრეწველობა.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 202 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8,4% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.
ამრიგად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მარტში დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, როდესაც მშპ-ის ზრდამ 7,5% შეადგინა, 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
მიმდინარე ფასებში 2025 წელს მშპ-ის მოცულობამ 108,4 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 7,5%, მშპ-მ კი ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარზე მეტი შეადგინა.
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
2025 წელს ყველაზე მეტი ზრდა აჩვენა შემდეგმა სფეროებმა: განათლება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5, სადაც 2025 წელს ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა
ეკონომიკის სფერო | ზრდა, % |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 28,9 |
ადმინისტრაციული საქმიანობა | 23,4 |
განათლება | 16,8 |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა | 15,9 |
გართობა და დასვენება | 11,2 |
კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (-7,6%), ასევე სამთომოპოვებითი მრეწველობის (-3,7%) სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა, უძრავი ქონება, გადამამუშავებელი მრეწველობა.
ეკონომიკის ტოპ-5 სფერო, რომელსაც მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი უკავია
ეკონომიკის სფერო | ზრდა,% |
ვაჭრობა | 14,9 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 9,3 |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები | 9,2 |
მშენებლობა | 8,8 |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 8,0 |
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდება.ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,7% შეადგინა.