პატრიარქ შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა

© facebook.com/GeorgianGovernmentშიო მესამე
შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2026
გამოწერა
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 15 ნოემბერს საყოველთაო ნათლობის მორიგი, 75-ე ეტაპი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო - ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავდა.
„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა", - ნათქვამია განცხადებაში.
ნათლობის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ დალოცა ახალ ნათელღებულები.
2026 წლის 7 ივნისსაც საყოველთაო ნათლობის ფარგლებში პატრიარქ შიო მესამის ნათლული დაახლოებით 700 ბავშვი გახდა.
საქართველოში ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილების საყოველთაო ნათლობა 2008 წლიდან იმართება. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 50 ათასამდე ნათლული ჰყავდა.
ყველა ახალი ამბავი
0