https://sputnik-georgia.com/20261115/saqartvelos-ragbis-nakrebma-tonga-daamarcxa-301727982.html
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ტონგა დაამარცხა
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ტონგა დაამარცხა
Sputnik საქართველო
მომდევნო მატჩს „ბორჯღალოსნები“ 21 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებთან გამართავენ. 15.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-15T10:28+0400
2026-11-15T10:28+0400
2026-11-15T10:28+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1f/296467492_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_4cb9b88dcb8c3343ba229a9dfa52bedb.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე თბილისში ტონგას უმასპინძლა და თავის ისტორიაში მე-300 მატჩი მოგებით დაასრულა.„ბორჯღალოსნებმა" მეტოქე ანგარიშით 55:31 დაამარცხა.ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ლუკა მატკავას მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც ტონგელებმა მალე გარდასახული ლელოთი უპასუხეს და დაწინაურდნენ.24-ე წუთზე ტონგა მოედანზე კაცნაკლული დარჩა – არბიტრმა პატრიკ პელეგრინი 10 წუთით გაასინბინა. რიცხვობრივი უპირატესობით ქართველმა მორაგბეებმა კარგად ისარგებლეს და ორი ლელოს დადება მოახერხეს – კარკაძის დუბლის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ დაწინაურდნენ.პირველი ნახევრის ბოლომდე გუნდებმა ლელოები გაცვალეს – ჯერ ვასილ ლობჟანიძემ კიდევ უფრო გაზარდა საქართველოს უპირატესობა, ტაიმის ბოლო წუთზე კი სემისი პაეამ ანგარიში სხვაობა შეამცირა და პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა 22:14 მოიგო.მეორე ტაიმის სტარტზე უკვე „ბორჯღალოსნები“ დარჩნენ კაცნაკლულნი – არბიტრმა 10 წუთით მოედანი აკაკი ტაბუცაძეს დაატოვებინა, რითიც ტონგელებმა მალევე ისარგებლეს და გარდასახული ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 22:21.კაცნანკლულობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ლელოს დადება მოახერხა – დავით ნინიაშვილმა კარგად ისარგებლა მეტოქის მოთამაშეთა წამიერი უყურადღებობით და ბურთი მათ ჩათვლის მოედანში შეიტანა, მატკავა გარდასახვისას ამჯერადაც ზუსტი იყო – 29:21.საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ დროში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა, თავის ისტორიაში მე-300, საიბილეო მატჩი ლამაზი მოგებით დაასრულა და ჯგუფში წაუგებლად ლიდერობს.მომდევნო მატჩს „ბორჯღალოსნები“ 21 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებთან გამართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1f/296467492_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_db87c82fda02a7e37e0171a5c9cc3620.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ტონგა დაამარცხა
მომდევნო მატჩს „ბორჯღალოსნები“ 21 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებთან გამართავენ.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე თბილისში ტონგას უმასპინძლა და თავის ისტორიაში მე-300 მატჩი მოგებით დაასრულა.
„ბორჯღალოსნებმა" მეტოქე ანგარიშით 55:31 დაამარცხა.
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ლუკა მატკავას მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც ტონგელებმა მალე გარდასახული ლელოთი უპასუხეს და დაწინაურდნენ.
24-ე წუთზე ტონგა მოედანზე კაცნაკლული დარჩა – არბიტრმა პატრიკ პელეგრინი 10 წუთით გაასინბინა. რიცხვობრივი უპირატესობით ქართველმა მორაგბეებმა კარგად ისარგებლეს და ორი ლელოს დადება მოახერხეს – კარკაძის დუბლის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ დაწინაურდნენ.
პირველი ნახევრის ბოლომდე გუნდებმა ლელოები გაცვალეს – ჯერ ვასილ ლობჟანიძემ კიდევ უფრო გაზარდა საქართველოს უპირატესობა, ტაიმის ბოლო წუთზე კი სემისი პაეამ ანგარიში სხვაობა შეამცირა და პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა 22:14 მოიგო.
მეორე ტაიმის სტარტზე უკვე „ბორჯღალოსნები“ დარჩნენ კაცნაკლულნი – არბიტრმა 10 წუთით მოედანი აკაკი ტაბუცაძეს დაატოვებინა, რითიც ტონგელებმა მალევე ისარგებლეს და გარდასახული ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 22:21.
კაცნანკლულობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ლელოს დადება მოახერხა – დავით ნინიაშვილმა კარგად ისარგებლა მეტოქის მოთამაშეთა წამიერი უყურადღებობით და ბურთი მათ ჩათვლის მოედანში შეიტანა, მატკავა გარდასახვისას ამჯერადაც ზუსტი იყო – 29:21.
საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ დროში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა, თავის ისტორიაში მე-300, საიბილეო მატჩი ლამაზი მოგებით დაასრულა და ჯგუფში წაუგებლად ლიდერობს.
მომდევნო მატჩს „ბორჯღალოსნები“ 21 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებთან გამართავენ.