https://sputnik-georgia.com/20261115/sakonstitucio-sasamartloshi-sxdoma-16-noembers-ganaxldeba-301730354.html
ოპოზიციური პარტიების აკრძალვა: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 16 ნოემბერს განახლდება
ოპოზიციური პარტიების აკრძალვა: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 16 ნოემბერს განახლდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ... 15.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-15T13:21+0400
2026-11-15T13:21+0400
2026-11-15T13:21+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305521_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_ccc77f69e412171b753c65a5304fc69b.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 16 ნოემბერს განახლდება.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის რიგით მე-13 სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას პარტია „ფედერალისტები“ და „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 2026 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო.პარტიების აკრძალვის მიზეზად დასახელებულია ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.ამჟამად სასამართლოში მხარეთა გამოკითხვები მიმდინარეობს. მოსამართლეების კითხვებზე უკვე უპასუხეს „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“.პარტიებისადმი პრეტენზიებისასამართლოზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარტიების წინააღმდეგ შემდეგი ბრალდებები წამოაყენა:„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ფედერალისტური პარტია“ — ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ბრალდების ამ ნაწილში საქმე ეხება 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს.„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ — ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამ შემთხვევაში ბრალდებები ეხება საპროტესტო აქციებს, საარჩევნო ქმედებებსა და 2022 წლის შემდეგ კონფლიქტის განახლების მცდელობებს.„გახარია – საქართველოსთვის“ — ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა; ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამ შემთხვევაში ბრალდებები ეხება პარტიების ქმედებებს არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციებს, ასევე სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ბლოკ-პოსტს.ამასთან, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიების მიმართ „ქართული ოცნების“ მთავარი პრეტენზია არის ის, რომ მათ საჯარო განცხადებებით დისტანცირება არ მოახდინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“.რისთვის შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტიასაკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი მიზანია:გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ან აღვივებს ეროვნულ, რეგიონულ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305521_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_f7823ceef97d806b7ea025635d72f746.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 16 ნოემბერს განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის რიგით მე-13 სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას პარტია „ფედერალისტები“ და „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 2026 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო.
პარტიების აკრძალვის მიზეზად დასახელებულია ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
ამჟამად სასამართლოში მხარეთა გამოკითხვები მიმდინარეობს. მოსამართლეების კითხვებზე უკვე უპასუხეს „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“.
პარტიებისადმი პრეტენზიები
სასამართლოზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარტიების წინააღმდეგ შემდეგი ბრალდებები წამოაყენა:
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ფედერალისტური პარტია“ — ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ბრალდების ამ ნაწილში საქმე ეხება 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს.
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ — ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამ შემთხვევაში ბრალდებები ეხება საპროტესტო აქციებს, საარჩევნო ქმედებებსა და 2022 წლის შემდეგ კონფლიქტის განახლების მცდელობებს.
„გახარია – საქართველოსთვის“ — ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა; ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამ შემთხვევაში ბრალდებები ეხება პარტიების ქმედებებს არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციებს, ასევე სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ბლოკ-პოსტს.
ამასთან, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიების მიმართ „ქართული ოცნების“ მთავარი პრეტენზია არის ის, რომ მათ საჯარო განცხადებებით დისტანცირება არ მოახდინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“.
რისთვის შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტია
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი მიზანია:
კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ან აღვივებს ეროვნულ, რეგიონულ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს.