საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა

© Courtesy of Guram KutateladzeUFC-ის ბრძოლა
UFC-ის ბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2026
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მოჭიდავემ საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.
21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი ანგარიშით 12:7 დაამარცხა.
თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა, აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.
11 ნოემბერს მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ის (Real American Freestyle) პრომოუშენისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა საბა ლაზიშვილმა დაზიანებები მიიღეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. დაპირისპირების შემდეგ დვალიშვილი, ლაზიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი და დაპირისპირებაში ჩართული სხვა მონაწილეები ადგილობრივმა პოლიციამ საპატიმროში გადაიყვანა. თუმცა, ლაზიშვილი და დვალიშვილი 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.
მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდამსხმელებს, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის წევრებს ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300 ათასი დირჰამის ოდენობის ჯარიმა და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დეპორტაცია შეეფარდათ.
აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო.
ყველა ახალი ამბავი
0