რუსთაველის რეაბილიტაციის გამო აბონენტების ნაწილს წყალი თითქმის 24 საათით შეუწყდება

© courtesy of GWP
გამოწერა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, სამუშაოები ოთხ ძირითად ეტაპად, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება.
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში 16 ნოემბერს რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) განცხადებაში.
კერძოდ, 16 ნოემბერს GWP მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლად მოწყობილ ქსელზე ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
განახლებული მაგისტრალური მილის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 ნოემბრის 11:00 საათიდან 17 ნოემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, რ.ლაღიძის, მესხიას, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ბოცვაძის, ახვლედიანის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის N1-13, N2-22, თაბუკაშვილის ქუჩა N25-51, N30-48, კოსტავას გამზ. N1-25, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, ნიკო ნიკოლაძის N 1, 3, 5, N2-4, მიხეილ ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ჟორდანიას, ჭანტურიას, ზალდასტანიშვილის, სეფერთელაძის, სარაჯიშვილის, აბაკელიას; ცხემის შესახვევს და ჩიხს, რიწის ქუჩა N1-5, ალ.ჭავჭავაძის, ზაალ ქიქოძის, სულიკო ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, 8 მარტის, ბორბალოს, არსენას, ალ. ჭავჭვაძის, ბესიკის, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის და სულიკო ჟღენტის ქუჩებს, ვეძინის, თორაძის, ხოშტარიას, ა. ქუთათელაძის, ჯუღელის, მერაბ კოსტავას 1 შესხვევს, კოტე მესხის, ვეძინის, ელიზბარ ზედგენიძის, გიორგი გიგაურის ქუჩებს, ალ.ჭავჭავაძის I , II ჩიხის და შესახვევს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.
რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.
GWP-იმ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური სამუშოები ივლისის ბოლოს დაიწყო - პროექტი ჯამში 12,5 მლნ ლარის ინვესტიციას მოიცავს, რაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის საიმედო წყალმომარაგებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში სრულად ნახლდება 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიწისქვეშა ქსელი.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, სამუშაოები ოთხ ძირითად ეტაპად, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება.