არქეოლოგები მარნეულში აღმოჩენილ, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსს იკვლევენ

© FB / Cultural Heritage of Georgiaარქეოლოგიური სამუშაოები
არქეოლოგიური სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2026
გამოწერა
კვლევების შედეგად, გამოვლენილია არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი, რომელიც, წინასწარი მოსაზრებით, ადგილობრივი ხელისუფალის ან დიდგვაროვნის სასახლეს უნდა წარმოადგენდეს.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს.
„კვლევების შედეგად, გამოვლენილია სავარაუდოდ, V-VI საუკუნის, მასშტაბური არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი, რომელიც, წინასწარი მოსაზრებით, ადგილობრივი ხელისუფალის ან დიდგვაროვნის სასახლეს უნდა წარმოადგენდეს“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ტერიტორიაზე არქეოლოგიური ობიექტი 2020 წელს დაფიქსირდა, კომპლქსის მნიშვნელოვანი ნაწილის შესწავლა კი 2023-2025 წლებში განხორცილდა.
2026 წელს ჩასატარებული სამუშაოები ითვალისწინებს კომპლექსის დასავლეთითა და ჩრდილოეთით ახალი მონაკვეთების არქეოლოგიურ შესწავლას. კვლევის ფარგლებში გაიწმინდება გამოვლენილი კედლები, კრამიტის ფენები და დარბაზების იატაკები. ასევე, განხორციელდება გათხრილი ფართობის რეკულტივაცია და საკონსერვაციო ფენით დაფარვა, რაც ნაგებობების ნაშთების შემდგომი დაზიანების პრევენციისთვის არის საჭირო.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, მეორე ქესალოს არქეოლოგიური კომპლექსის შესწავლა უმნიშვნელოვანესია ქვემო ქართლის ისტორიული წარსულისა და ადრეული შუა საუკუნეების არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევის თვალსაზრისით.
სააგენტოს ცნობით, კომპლექსის ნაწილი ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზიანებულია, რის გამოც აუცილებელია მისი შენარჩუნება და შემდგომი კვლევების გაგრძელება.
ყველა ახალი ამბავი
0