მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კუშნერი: ბოლოდროინდელი კონტაქტების შედეგად აშშ-ს უკრაინის საკითხზე ახალი იდეები გაუჩნდა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიჯარედ კუშნერი
ჯარედ კუშნერი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2026
გამოწერა
გასულ კვირაი რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც ამერიკელი მომლაპარაკებლები რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. უკრაინის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი კონტაქტების ფარგლებში ახალი იდეები გამოიკვეთა, რომელთა ნაწილიც, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა.

„განხილვების დროს რამდენიმე ახალი იდეა გაჩნდა და ამჟამად მათი დამუშავება მიმდინარეობს. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება პირდაპირ გარღვევამდე მიგვიყვანოს, ზოგი კი შეიძლება ახალ წინადადებებში გადაიზარდოს, რაც დარჩენილი ხარვეზების შევსებაში დაგვეხმარება“, - დაწერა კუშნერმა პლატფორმა Х-ზე.

მისი თქმით, უკრაინელი წარმომადგენლები პირად საუბრებში აცნობიერებენ დათმობების აუცილებლობას.
კუშნერმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს რუსეთის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებთან. კონსტრუქციული მუშაობა გრძელდება.
გასულ კვირას აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მოლაპარაკებების მონაწილეებმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებული მთელი დღის წესრიგი სხვადასხვა ფორმატში დაამუშავეს.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ.
მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, უიტკოფმა უკრაინის საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა დააანონსა.
როგორც მანამდე ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, უკრაინის კონფლიქტის მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან და კონფლიქტი მალე დასრულდება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში უკრაინის საზღვრები, შესაძლოა, შეიცვალოს.
ყველა ახალი ამბავი
0