https://sputnik-georgia.com/20261115/garigebebis-damowmeba-onlainaa-shesazlebeli-301732164.html
ონლაინ სანოტარო მომსახურება - ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა
ონლაინ სანოტარო მომსახურება - ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა
Sputnik საქართველო
ნოტარიუსთა პალატა, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდული პირი, მუდმივად ზრუნავს სერვისების ელექტრონული ხელმისაწვდომობის... 15.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-15T17:00+0400
2026-11-15T17:00+0400
2026-11-15T17:00+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525177_0:69:3077:1800_1920x0_80_0_0_476291f75ea7933744548c1da7a57581.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. განცხადებებისა და სხვადასხვა ტიპის გარიგებების დამოწმება უკვე ონლაინ-რეჟიმშიც არის შესაძლებელი, განაცხადა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით იმნაძემ ტელეარხ „იმედის" ეთერში.მისი განცხადებით, ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს აქტიური პირადობის მოწმობის ან მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ასევე ბინადრობის მოწმობის მქონე პირს, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით საზღვარგარეთიდან.იმნაძის თქმით, მინდობილობის გაფორმების პროცესი მაქსიმალურად თავისუფალია ბიუროკრატიული ბარიერებისგან და მოქალაქისგან მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვს.„კიდევ მეტი უსაფრთხოებისთვის და გარანტიის მიზნით, სანოტარო პროცესს ესწრება ორი ქმედუნარიანი პირი. ეს ორი პირი საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ერთი არის თავად მინდობილობის გამცემი პირის ნდობით აღჭურვილი პირი, ხოლო მეორე - მოწმე", - აღნიშნა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ. ნოტარიუსთა პალატა, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდული პირი, მუდმივად ზრუნავს სერვისების ელექტრონული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525177_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_43419aa070bb4f717a1bb71d4deac645.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ონლაინ სანოტარო მომსახურება - ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა
ნოტარიუსთა პალატა, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდული პირი, მუდმივად ზრუნავს სერვისების ელექტრონული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. განცხადებებისა და სხვადასხვა ტიპის გარიგებების დამოწმება უკვე ონლაინ-რეჟიმშიც არის შესაძლებელი, განაცხადა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით იმნაძემ ტელეარხ „იმედის" ეთერში.
მისი განცხადებით, ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს აქტიური პირადობის მოწმობის ან მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ასევე ბინადრობის მოწმობის მქონე პირს, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით საზღვარგარეთიდან.
„ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის განცხადება. მაგალითად, არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გასაყვანად მშობლის თანხმობა. აგრეთვე, შეიძლება დამოწმდეს ქონების გაყიდვაზე თანხმობა, პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სამკვიდრო განაცხადის მიღებაზე ან უარის თქმაზე თანხმობა", - განაცხადა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, მინდობილობის გაფორმების პროცესი მაქსიმალურად თავისუფალია ბიუროკრატიული ბარიერებისგან და მოქალაქისგან მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვს.
„კიდევ მეტი უსაფრთხოებისთვის და გარანტიის მიზნით, სანოტარო პროცესს ესწრება ორი ქმედუნარიანი პირი. ეს ორი პირი საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ერთი არის თავად მინდობილობის გამცემი პირის ნდობით აღჭურვილი პირი, ხოლო მეორე - მოწმე", - აღნიშნა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ.
ნოტარიუსთა პალატა, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდული პირი, მუდმივად ზრუნავს სერვისების ელექტრონული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.