https://sputnik-georgia.com/20261115/bochorishvilma-sir-bani-yas-porumshi-miigo-monawileoba-301734086.html
ბოჭორიშვილმა აბუ-დაბიში Sir Bani Yas-ის ფორუმში მიიღო მონაწილოეობა
ბოჭორიშვილმა აბუ-დაბიში Sir Bani Yas-ის ფორუმში მიიღო მონაწილოეობა
Sputnik საქართველო
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველმა დიპლომატმა კოლეგა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. 15.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-15T19:00+0400
2026-11-15T19:00+0400
2026-11-15T19:00+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/0f/301733613_0:304:3099:2047_1920x0_80_0_0_f695f72ca735337931c50de547c0cf6e.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, აბუ-დაბიში გამართულ Sir Bani Yas-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, იუწყბა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ფორუმი, რომელიც 13-15 ნოემბერს იმართა, მაღალი დონის საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე დიალოგის განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. Sir Bani Yas-ის ღონისძიება 100-მდე საგარეო საქმეთა მინისტრს, დიპლომატსა და წამყვან გლობალურ ექსპერტს აერთიანებს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ფორუმის მონაწილეებთან.საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/0f/301733613_115:0:2844:2047_1920x0_80_0_0_43183a982f39699ef5b696a7b4973576.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
ბოჭორიშვილმა აბუ-დაბიში Sir Bani Yas-ის ფორუმში მიიღო მონაწილოეობა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველმა დიპლომატმა კოლეგა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, აბუ-დაბიში გამართულ Sir Bani Yas-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, იუწყბა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ფორუმი, რომელიც 13-15 ნოემბერს იმართა, მაღალი დონის საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე დიალოგის განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ფორუმის ფარგლებში, დახურულ ფორმატში გაიმართა დისკუსიები საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
Sir Bani Yas-ის ღონისძიება 100-მდე საგარეო საქმეთა მინისტრს, დიპლომატსა და წამყვან გლობალურ ექსპერტს აერთიანებს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ფორუმის მონაწილეებთან.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.