https://sputnik-georgia.com/20261114/zelenski-ukraina-konstituciasi-neitraluri-statusis-sesaxeb-cvlilebas-ar-seitans-301719985.html
ზელენსკი: უკრაინა კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსის შესახებ ცვლილებას არ შეიტანს
ზელენსკი: უკრაინა კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსის შესახებ ცვლილებას არ შეიტანს
Sputnik საქართველო
მან აღნიშნა, რომ ქვეყანას უკვე აქვს ნეიტრალური სტატუსი იმ გაგებით, რომ ის ნატოს წევრი არ არის. მანამდე ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ნეიტრალიტეტი რუსეთის ერთ-ერთ... 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T15:43+0400
2026-11-14T15:43+0400
2026-11-14T15:43+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი
ვლადიმირ პუტინი
აშშ
ნატო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/12/301214634_0:0:2328:1310_1920x0_80_0_0_144fc6ba7b8b4526ed7b915abbee8d70.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. უკრაინა არ დათანხმდება კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსის დაფიქსირებას, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.მისი თქმით, თუ ნეიტრალიტეტი გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაშინ უკრაინას უკვე აქვს ასეთი სტატუსი.„თუ ნეიტრალიტეტი, ზოგადად, იმას გულისხმობს, რომ ჩვენ არ ვართ ნატოში, მაშინ ჩვენ უკვე გვაქვს ეს სტატუსი. <…> თუმცა, ნეიტრალიტეტის კონსტიტუციაში ასახვა საკუთარი სახელმწიფოს კონსტიტუციის შეცვლას ნიშნავს, რასაც უკრაინა არ გააკეთებს“, — აღნიშნა მან.მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსი რუსეთისთვის კვლავ მიზნად რჩება. მან აღნიშნა, რომ ეს სტატუსი გაწერილია უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციაში.2023 წლის ნოემბრის ბოლოს ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა უმაღლეს რადაში და ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციები შეიძლებოდა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე დასრულებულიყო, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება, დასავლეთის ზეწოლის გამო, არ დათანხმდა კონფლიქტის დასრულებას და უარი თქვა პირობაზე, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობდა. მისი თქმით, სტამბოლში რუსულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევს მოუწოდა, რუსეთთან არაფერზე მოეწერა ხელი და „ბრძოლა გააგრძელოს“.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/12/301214634_0:0:2224:1667_1920x0_80_0_0_00f2d25134fa7ac12f763a808cfd1a02.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმირ პუტინი, აშშ , ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმირ პუტინი, აშშ , ნატო
ზელენსკი: უკრაინა კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსის შესახებ ცვლილებას არ შეიტანს
მან აღნიშნა, რომ ქვეყანას უკვე აქვს ნეიტრალური სტატუსი იმ გაგებით, რომ ის ნატოს წევრი არ არის. მანამდე ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ნეიტრალიტეტი რუსეთის ერთ-ერთ მიზნად დაასახელა.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. უკრაინა არ დათანხმდება კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსის დაფიქსირებას, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ ნეიტრალიტეტი გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაშინ უკრაინას უკვე აქვს ასეთი სტატუსი.
„თუ ნეიტრალიტეტი, ზოგადად, იმას გულისხმობს, რომ ჩვენ არ ვართ ნატოში, მაშინ ჩვენ უკვე გვაქვს ეს სტატუსი. <…> თუმცა, ნეიტრალიტეტის კონსტიტუციაში ასახვა საკუთარი სახელმწიფოს კონსტიტუციის შეცვლას ნიშნავს, რასაც უკრაინა არ გააკეთებს“, — აღნიშნა მან.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსი რუსეთისთვის კვლავ მიზნად რჩება. მან აღნიშნა, რომ ეს სტატუსი გაწერილია უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციაში.
2023 წლის ნოემბრის ბოლოს ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა უმაღლეს რადაში და ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციები შეიძლებოდა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე დასრულებულიყო, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება, დასავლეთის ზეწოლის გამო, არ დათანხმდა კონფლიქტის დასრულებას და უარი თქვა პირობაზე, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობდა. მისი თქმით, სტამბოლში რუსულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევს მოუწოდა, რუსეთთან არაფერზე მოეწერა ხელი და „ბრძოლა გააგრძელოს“.