თბილისის მეტროში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

© Sputnik / Levan Avlabreliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2026
გამოწერა
მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ლიანდაგებზე დაეცა, მამაკაცი ამოიყვანეს, მას მატარებელი არ დაჯახებია. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ყველა ახალი ამბავი
0