https://sputnik-georgia.com/20261114/ssf-saqartvelos-ekonomika-gare-gamowvevebis-miuxedavad-stabiluri-rceba-301719363.html
სსფ: საქართველოს ეკონომიკა, გარე გამოწვევების მიუხედავად, სტაბილური რჩება
სსფ: საქართველოს ეკონომიკა, გარე გამოწვევების მიუხედავად, სტაბილური რჩება
Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია აღნიშნავს, რომ, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა. 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T21:07+0400
2026-11-14T21:07+0400
2026-11-14T21:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23392/45/233924580_0:317:3038:2026_1920x0_80_0_0_a8e2dfad98eda7814ac21fc2d222f896.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა, გარე გამოწვევების მიუხედავად, სტაბილური რჩება, ფისკალური რეზერვები კი იზრდება — ასეთ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სსფ-ის მისიამ შეაფასა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ასევე ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.სსფ-ის მონაცემებით, ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, ფასებზე ზეწოლა ბოლო ხანს იზრდება, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.პრესრელიზის თანახმად, მაკროეკონომიკური პოლიტიკა ფრთხილი უნდა დარჩეს სამიზნეზე მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გაურკვევლობის გათვალისწინებით.„ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო საწარმოების მართვის სფეროში შემდგომი პროგრესი, პროდუქტიულობის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნის რეფორმებთან ერთად, ხელს შეუწყობს ზრდის მდგრადობას და ინკლუზიურობას“, - ნათქვამია ანგარიშში.სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში რეალური მშპ 7,4%-ით გაიზარდა.სსფ-ის შეფასებით, 2025 წელს 7,5 პროცენტით ზრდის შემდგომ, 2026 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7,2 პროცენტია, ხოლო 2027-ში – 5,7 პროცენტი, რაც ნიშნავს რომ ზრდის ტემპი თავის საშუალოვადიან პოტენციურ 5-პროცენტიან ზრდის ტემპს თანდათან მიუახლოვდება.ამავდროულად, მისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. „რეზერვების დაგროვებისადმი არსებული მიდგომა შეეფერება გარეშე შოკების მიმართ მედეგობის ზრდის მიზანს და ხელს უწყობს ბაზრის ნდობას და გაცვლითი კურსის მოქნილობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.ამავდროულად, მისია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე და აღნიშნავს ინვესტიციების ზრდის — მათ შორის უძრავი ქონების მასშტაბურ პროექტებში — დადებით გავლენას, რამაც, მათი აზრით, შესაძლოა კიდევ უფრო წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა.საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე განმარტავს, რომ ფინანსური სექტორი კარგ მდგომარეობაშია: ბანკების კაპიტალიზაცია, მომგებიანობა და ლიკვიდურობა მაღალია, ხოლო პრობლემური სესხების მოცულობა — დაბალი.„მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ყურადღებას საჭიროებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.გარდა ამისა, მისიის შეფასებით, რეფორმები, რომლებიც მიმართულია პროდუქტიულობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კერძო სექტორში პროდუქტიული ინვესტიციების წახალისებისკენ, ხელს შეუწყობს მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.საქართველო 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში ეხმარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23392/45/233924580_309:0:3038:2047_1920x0_80_0_0_221053d97395db1ee7e656fb0eb641ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
სსფ: საქართველოს ეკონომიკა, გარე გამოწვევების მიუხედავად, სტაბილური რჩება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია აღნიშნავს, რომ, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა, გარე გამოწვევების მიუხედავად, სტაბილური რჩება, ფისკალური რეზერვები კი იზრდება — ასეთ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სსფ-ის მისიამ შეაფასა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ასევე ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.
„მიუხედავად გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასებისა, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სსფ-ის მონაცემებით, ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, ფასებზე ზეწოლა ბოლო ხანს იზრდება, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.
პრესრელიზის თანახმად, მაკროეკონომიკური პოლიტიკა ფრთხილი უნდა დარჩეს სამიზნეზე მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გაურკვევლობის გათვალისწინებით.
„ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო საწარმოების მართვის სფეროში შემდგომი პროგრესი, პროდუქტიულობის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნის რეფორმებთან ერთად, ხელს შეუწყობს ზრდის მდგრადობას და ინკლუზიურობას“, - ნათქვამია ანგარიშში.
სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში რეალური მშპ 7,4%-ით გაიზარდა.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ტურიზმიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავლებზე და მთლიან ეკონომიკაზე დღეის მდგომარეობით მხოლოდ შეზღუდული გავლენა მოახდინა, თუმცა ტურისტების ვიზიტები უშუალოდ ომთან დაკავშირებული ქვეყნებიდან შემცირდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
სსფ-ის შეფასებით, 2025 წელს 7,5 პროცენტით ზრდის შემდგომ, 2026 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7,2 პროცენტია, ხოლო 2027-ში – 5,7 პროცენტი, რაც ნიშნავს რომ ზრდის ტემპი თავის საშუალოვადიან პოტენციურ 5-პროცენტიან ზრდის ტემპს თანდათან მიუახლოვდება.
ამავდროულად, მისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. „რეზერვების დაგროვებისადმი არსებული მიდგომა შეეფერება გარეშე შოკების მიმართ მედეგობის ზრდის მიზანს და ხელს უწყობს ბაზრის ნდობას და გაცვლითი კურსის მოქნილობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამავდროულად, მისია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე და აღნიშნავს ინვესტიციების ზრდის — მათ შორის უძრავი ქონების მასშტაბურ პროექტებში — დადებით გავლენას, რამაც, მათი აზრით, შესაძლოა კიდევ უფრო წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე განმარტავს, რომ ფინანსური სექტორი კარგ მდგომარეობაშია: ბანკების კაპიტალიზაცია, მომგებიანობა და ლიკვიდურობა მაღალია, ხოლო პრობლემური სესხების მოცულობა — დაბალი.
„მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ყურადღებას საჭიროებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, მისიის შეფასებით, რეფორმები, რომლებიც მიმართულია პროდუქტიულობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კერძო სექტორში პროდუქტიული ინვესტიციების წახალისებისკენ, ხელს შეუწყობს მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.
საქართველო 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში ეხმარება.