https://sputnik-georgia.com/20261114/seqtembersi-sastumrosi-gantavsebis-fasi-72-procentit-semcirda-wliurad-ki-8-procentit-gaizarda-301714672.html
სექტემბერში სასტუმროში განთავსების ღირებულება 7,2%-ით შემცირდა, წლიურად კი 8%-ით გაიზარდა
სექტემბერში სასტუმროში განთავსების ღირებულება 7,2%-ით შემცირდა, წლიურად კი 8%-ით გაიზარდა
Sputnik საქართველო
კახეთი გახდა ერთადერთი რეგიონი, სადაც სექტემბერში ფასები გაიზარდა — აგვისტოსთან შედარებით 2,1%-ით 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T11:05+0400
2026-11-14T11:05+0400
2026-11-14T11:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22888/60/228886004_0:38:1200:713_1920x0_80_0_0_d87332ed940d48245d9182952c3deb44.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის სექტემბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 7,2%-ით შემცირდა, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით კი 8%-ით გაიზარდა, ნათქვამია კვლევითი ცენტრი PMCG Research-ის მიმოხილვაში „სასტუმროების ფასების ინდექსი საქართველოში“.კომპანიის კვლევის თანახმად, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ფასების კლება დაფიქსირდა, კახეთის გარდა.კახეთი გახდა ერთადერთი რეგიონი, სადაც სექტემბერში ფასები გაიზარდა — აგვისტოსთან შედარებით 2,1%-ით (ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით — 10,6%-ით).განთავსების ღირებულების ყველაზე მნიშვნელოვანი კლება — რაც ზღვისპირა კურორტებზე აქტიური სეზონის დასრულებით იყო განპირობებული — გურიასა (-23%) და აჭარაში (-17,9%) დაფიქსირდა.წლიურ ჭრილში (2025 წლის სექტემბერთან შედარებით) ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა; ზრდის მაჩვენებლით ლიდერობს მაღალმთიანი რაჭა (+22,2%). მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი (+11,8%) და კახეთი (+10,6%).სტანდარტული ორადგილიანი ნომრის საშუალო ღირებულება (ერთი ღამე) 2026 წლის სექტემბერში:კომპანიის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება საქართველოს 10 რეგიონსა და თბილისში არსებული 568 სასტუმროსა და 371 საოჯახო ტიპის სასტუმროს მონიტორინგს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22888/60/228886004_100:0:1100:750_1920x0_80_0_0_22a58c17b9bf9c04f6d507e0120e753e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
სექტემბერში სასტუმროში განთავსების ღირებულება 7,2%-ით შემცირდა, წლიურად კი 8%-ით გაიზარდა
კახეთი გახდა ერთადერთი რეგიონი, სადაც სექტემბერში ფასები გაიზარდა — აგვისტოსთან შედარებით 2,1%-ით
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის სექტემბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 7,2%-ით შემცირდა, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით კი 8%-ით გაიზარდა, ნათქვამია კვლევითი ცენტრი PMCG Research-ის მიმოხილვაში „სასტუმროების ფასების ინდექსი საქართველოში“.
კომპანიის კვლევის თანახმად, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ფასების კლება დაფიქსირდა, კახეთის გარდა.
კახეთი გახდა ერთადერთი რეგიონი, სადაც სექტემბერში ფასები გაიზარდა — აგვისტოსთან შედარებით 2,1%-ით (ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით — 10,6%-ით).
განთავსების ღირებულების ყველაზე მნიშვნელოვანი კლება — რაც ზღვისპირა კურორტებზე აქტიური სეზონის დასრულებით იყო განპირობებული — გურიასა (-23%) და აჭარაში (-17,9%) დაფიქსირდა.
წლიურ ჭრილში (2025 წლის სექტემბერთან შედარებით) ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა; ზრდის მაჩვენებლით ლიდერობს მაღალმთიანი რაჭა (+22,2%). მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი (+11,8%) და კახეთი (+10,6%).
სტანდარტული ორადგილიანი ნომრის საშუალო ღირებულება (ერთი ღამე) 2026 წლის სექტემბერში:
5-ვარსკვლავიანი სასტუმროები — 546 ლარი (საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასზე ოთხჯერ მეტი);
4-ვარსკვლავიანი სასტუმროები — 290 ლარი;
3-ვარსკვლავიანი სასტუმროები — 186 ლარი;
საოჯახო ტიპის სასტუმროები — 130 ლარი.
კომპანიის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება საქართველოს 10 რეგიონსა და თბილისში არსებული 568 სასტუმროსა და 371 საოჯახო ტიპის სასტუმროს მონიტორინგს.