https://sputnik-georgia.com/20261114/saqartvelo-qveynis-momaval-rrmawylovan-porttan-damakavsirebel-sarkinigzo-xazs-aasenebs-301720868.html
საქართველო ქვეყნის მომავალ ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს ააშენებს
საქართველო ქვეყნის მომავალ ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს ააშენებს
Sputnik საქართველო
მთავრობის მიზანია, 2029 წლისთვის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდეს და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა პირველი გემები მიიღოს. 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T20:02+0400
2026-11-14T20:02+0400
2026-11-14T20:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ანაკლია
საქართველოს რკინიგზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261915053_768:1191:2291:2048_1920x0_80_0_0_c9cffaa8f61392f8bf02048ef640872a.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც ანაკლიის მომავალ ღრმაწყლოვან პორტს სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს.მთავრობის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება წამყვანი კერძო ინვესტორის გარეშე, ხოლო სახელმწიფო პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად შეინარჩუნებს. ამჟამად მომავალი პორტის აკვატორიაში მიმდინარეობს ფსკერის დაღრმავების სამუშაოები.პროექტი 17,7 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს - საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი იწყება ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან, გაივლის სოფელ ორულს, დიდ ნეძს, დიხაგუძუბას და სოფელ ერგეთას, საიდანაც ანაკლიისკენ მიემართება. აგრეთვე დაგეგმილია ანაკლიაში რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის რეკონსტრუქცია.საქართველოს რკინიგზის ცნობით, დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261915053_814:1035:2164:2048_1920x0_80_0_0_776b92bbcf7326488ca6a59ec74e3cc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, საქართველოს რკინიგზა
საქართველო ქვეყნის მომავალ ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს ააშენებს
მთავრობის მიზანია, 2029 წლისთვის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდეს და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა პირველი გემები მიიღოს.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც ანაკლიის მომავალ ღრმაწყლოვან პორტს სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს.
მთავრობის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება წამყვანი კერძო ინვესტორის გარეშე, ხოლო სახელმწიფო პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად შეინარჩუნებს. ამჟამად მომავალი პორტის აკვატორიაში მიმდინარეობს ფსკერის დაღრმავების სამუშაოები.
პროექტი 17,7 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს - საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი იწყება ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან, გაივლის სოფელ ორულს, დიდ ნეძს, დიხაგუძუბას და სოფელ ერგეთას, საიდანაც ანაკლიისკენ მიემართება. აგრეთვე დაგეგმილია ანაკლიაში რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის რეკონსტრუქცია.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგანაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და, შესაბამისად, აუცილებელია მისი ინტეგრაცია ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან, რაც მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური სრულ ოპერირებაში შევიდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.