https://sputnik-georgia.com/20261114/rustavelis-reabilitaciis-gamo-abonentebis-nawils-wyali-titqmis-24-saatit-seuwydeba-301717605.html
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო აბონენტების ნაწილს წყალი თითქმის 24 საათით შეუწყდება
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო აბონენტების ნაწილს წყალი თითქმის 24 საათით შეუწყდება
Sputnik საქართველო
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T14:48+0400
2026-11-14T14:48+0400
2026-11-14T14:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
gwp
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1d/300349663_7:0:2549:1430_1920x0_80_0_0_06ede0b7826af6ce4855ba3d331f7d2e.png
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ხვალ, 15 ნოემბერს მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) ავრცელებს. კერძოდ, 15 ნოემბერს GWP მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლად მოწყობილ ქსელზე ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. განახლებული მაგისტრალური მილის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან 16 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: რუსთაველის გამზირს. გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, რ.ლაღიძის, მესხიას, ზანდუკელი, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ბოცვაძის, ახვლედიანის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის N1-13, N2-22, თაბუკაშვილის ქუჩა N25-51, N30-48, კოსტავას გამზ. N1-25, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, ნიკო ნიკოლაძის N 1, 3, 5, N2-4, მიხეილ ჯავახიშვილის,ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ჟორდანიას, ჭანტურიას, ზალდასტანიშვილის, სეფერთელაძის, სარაჯიშვილის, აბაკელიას; ცხემის შესახვევს და ჩიხს, რიწის ქუჩა N1-5, ალ.ჭავჭავაძის, ზაალ ქიქოძის, სულიკო ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, 8 მარტის, ბორბალოს, არსენას, ალ. ჭავჭვაძის, ბესიკის, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის და სულიკო ჟღენტის ქუჩებს, ვეძინის, თორაძის, ხოშტარიას, ა. ქუთათელაძის, ჯუღელის, მერაბ კოსტავას 1 შესხვევს, კოტე მესხის, ვეძინის, ელიზბარ ზედგენიძის, გიორგი გიგაურის ქუჩებს, ალ.ჭავჭავაძის I , II ჩიხის და შესახვევს. კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი. GWP-იმ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური სამუშოები ივლისის ბოლოს დაიწყო - პროექტი ჯამში 12,5 მლნ ლარის ინვესტიციას მოიცავს, რაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის საიმედო წყალმომარაგებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში სრულად ნახლდება 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიწისქვეშა ქსელი. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, სამუშაოები ოთხ ძირითად ეტაპად, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1d/300349663_325:0:2232:1430_1920x0_80_0_0_36fb1e8500e534bbf157a599c7f8a1a1.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, gwp
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, gwp
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო აბონენტების ნაწილს წყალი თითქმის 24 საათით შეუწყდება
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ხვალ, 15 ნოემბერს მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) ავრცელებს.
კერძოდ, 15 ნოემბერს GWP მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლად მოწყობილ ქსელზე ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
განახლებული მაგისტრალური მილის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან 16 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
რუსთაველის გამზირს. გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, რ.ლაღიძის, მესხიას, ზანდუკელი, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ბოცვაძის, ახვლედიანის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის N1-13, N2-22, თაბუკაშვილის ქუჩა N25-51, N30-48, კოსტავას გამზ. N1-25, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, ნიკო ნიკოლაძის N 1, 3, 5, N2-4, მიხეილ ჯავახიშვილის,ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ჟორდანიას, ჭანტურიას, ზალდასტანიშვილის, სეფერთელაძის, სარაჯიშვილის, აბაკელიას; ცხემის შესახვევს და ჩიხს, რიწის ქუჩა N1-5, ალ.ჭავჭავაძის, ზაალ ქიქოძის, სულიკო ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, 8 მარტის, ბორბალოს, არსენას, ალ. ჭავჭვაძის, ბესიკის, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის და სულიკო ჟღენტის ქუჩებს, ვეძინის, თორაძის, ხოშტარიას, ა. ქუთათელაძის, ჯუღელის, მერაბ კოსტავას 1 შესხვევს, კოტე მესხის, ვეძინის, ელიზბარ ზედგენიძის, გიორგი გიგაურის ქუჩებს, ალ.ჭავჭავაძის I , II ჩიხის და შესახვევს.
კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.
რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.
GWP-იმ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური სამუშოები ივლისის ბოლოს დაიწყო - პროექტი ჯამში 12,5 მლნ ლარის ინვესტიციას მოიცავს, რაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის საიმედო წყალმომარაგებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში სრულად ნახლდება 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიწისქვეშა ქსელი.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, სამუშაოები ოთხ ძირითად ეტაპად, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება.