რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთოები
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2026
გამოწერა
ექსპორტმა 6,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ათ თვესთან შედარებით თითქმის 18%-ით მეტია.
თბილისი, 14 ნოემბერი— Sputnik. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9,6%-ით გაიზარდა და 23,1 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 16,2 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,5%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

6 874,8

17,9

იმპორტი

16 202,4

6,5

სულ

23 077,2

9,6

ექსპორტმა 6,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ათ თვესთან შედარებით თითქმის 18%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0,6%-ით ნაკლებია.
2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან, ექსპორტმა 7,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 11,2%-ით მეტია.
გასულ წელს ქვეყანაში იმპორტირებულ იქნა 18,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0