https://sputnik-georgia.com/20261114/penitenciurisa-da-gldanis-cixis-yofil-ufrosebs-10-atas-lariani-girao-seefardat-301726086.html
პენიტენციურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს 10-ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ
პენიტენციურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს 10-ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ
Sputnik საქართველო
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა. 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T18:27+0400
2026-11-14T18:27+0400
2026-11-14T18:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძესა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას პატიმარ დავით ფეიქრიშვილზე საკანში თავდასხმის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 -10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი". პროკურატურამ პენიტენციურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს პატიმარ დავით ფეიქრიშვილზე საკანში თავდასხმის საქმეზე ბრალდება გუშინ წარუდგინა. გიორგი პატარიძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. მოსამართლემ ბრალდებულებს გირაოს გადასახდელად 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა. სხდომას ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი ესწრებოდა. 10-ათას ლარიან გირაოს პროკურატურა ითხოვდა, ბრალდებულების დაცვის მხარემ კი 3-ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. საბოლოოდ მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანიას), შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს ("კაწრო"), დავით კაჭარავასა და პავლე გოცირიძეს. პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს. დავით ფეიქრიშვილის საქმე გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის, გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს. იმავე დღეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ ლარის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან. რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს, რომლებსაც კრიმინალურ სამყაროში "ავტორიტეტებად" მოიხსენიებენ, რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე გასულ კვირაში დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, სპეციალური პენიტენციური სამსახური
პენიტენციურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს 10-ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძესა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას პატიმარ დავით ფეიქრიშვილზე საკანში თავდასხმის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 -10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
პროკურატურამ პენიტენციურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს პატიმარ დავით ფეიქრიშვილზე საკანში თავდასხმის საქმეზე ბრალდება გუშინ წარუდგინა. გიორგი პატარიძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. მოსამართლემ ბრალდებულებს გირაოს გადასახდელად 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა. სხდომას ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი ესწრებოდა.
10-ათას ლარიან გირაოს პროკურატურა ითხოვდა, ბრალდებულების დაცვის მხარემ კი 3-ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. საბოლოოდ მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანიას), შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს ("კაწრო"), დავით კაჭარავასა და პავლე გოცირიძეს.
პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის, გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
იმავე დღეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ ლარის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს, რომლებსაც კრიმინალურ სამყაროში "ავტორიტეტებად" მოიხსენიებენ, რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე გასულ კვირაში დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს.