ნემო ბურჭულაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2026
გამოწერა
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე დღეს დაკრძალეს.
ნემო ბურჭულაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან თბილისში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ტარდებოდა. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი პოლიტიკოსი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და თანამოაზრეებმა გააცილეს.
ნემო ბუჭულაძე 80 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
ბურჭულაძე 1990-იანი წლების დასაწყისში აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე და თანამებრძოლი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი.
მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გახდა პუტჩისტური რეჟიმისგან დევნილი და წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0