მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnikტრანსპორტის მოძრაობა თბილისში. მტკვრის მარჯვენა სანაპირო
ტრანსპორტის მოძრაობა თბილისში. მტკვრის მარჯვენა სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2026
გამოწერა
სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, "თბილსერვის ჯგუფის" სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების შესასრულებლად მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან "არაგვის" მიმდებარედ იუსტიციის სახლის მიმართულებით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
მერიის ცნობით, მოძრაობა შეიზღუდება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე), საავტომობილო მოძრაობა კი შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტით – თამარ მეფის პანდუსის გავლით.
სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით. თბილისის მერია შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0