მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

CC BY 2.0 / Dave Nakayama / cagedციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2026
გამოწერა
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 16 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი იყო, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით გარყვნილი ქმედება განახორციელა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 2026 წლის 19 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ყველა ახალი ამბავი
0