მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა

© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2026
გამოწერა
ბრძოლა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა, მერაბ დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა და მესამე გამარჯვება იყო.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა UFC-ს მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა, იუწყება „პირველი არხი“.
შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა და მესამე გამარჯვება იყო.
ქართველი სპორტსმენი მორაესს მეორედ დაუპირისპირდა. მათი პირველი შეხვედრა 2021 წლის სექტემბერში, UFC 266-ზე შედგა, სადაც დვალიშვილმა ბრაზილიელი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილმა ტურნირზე მონაწილეობა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად მიიღო. 11 ნოემბერს მას და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს, სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ. მომხდარის შემდეგ ქართველი სპორტსმენები დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.
დვალიშვილს RAF-ის ეგიდით მანამდე ფრენკი ედგარი და ჰენრი სეხუდო ჰყავდა დამარცხებული.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა და შემდეგ სამჯერ დაიცვა. 2025 წლის 7 დეკემბერს კი მან ქამარი პიოტრ იანთან ბრძოლაში დათმო.
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მებრძოლია. მას შერეულ ორთაბრძოლებში 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.
ყველა ახალი ამბავი
0