https://sputnik-georgia.com/20261114/kvlav-golis-garese-saqartvelo-uefas-erta-ligis-matcsi-ungrettan-damarcxda-301727854.html
კვლავ გოლის გარეშე - საქართველო უეფას ერთა ლიგის მატჩში უნგრეთთან დამარცხდა
კვლავ გოლის გარეშე - საქართველო უეფას ერთა ლიგის მატჩში უნგრეთთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
რამაზ სვანაძის გუნდი უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 17 ნოემბერს, სტუმრად უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T23:36+0400
2026-11-14T23:36+0400
2026-11-15T00:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/0e/301727283_0:396:1154:1045_1920x0_80_0_0_a3f46d8daaa70396bfec703f73ec7533.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისში გამართულ უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უნგრეთთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა; ეს ზედიზედ მეხუთე შეხვედრაა, რომელშიც გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო.საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ აქამდე გამოცდილი სათამაშო სქემა 4-3-3-ით შეცვალა. ტრავმირებული კვარაცხელიასა და კიტეიშვილის, ასევე დისკვალიფიცირებული ქოჩორაშვილის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში კვერნაძე, გაგნიძე და მექვაბიშვილი დააყენა.უნგრეთის ნაკრების ლიდერი, „ლივერპულის“ ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი, მიუხედავად იმისა რომ მას ტრავმა აწუხებდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო.საქართველოს ნაკრებმა მატჩი აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მექვაბიშვილმა და წიტაიშვილმა გოლის გატანა ვერ შეძლეს, მიქაუტაძეს კი გოლის გატანაში მცველმა შეუშალა ხელი. ლოჩოშვილმა ბურთი კარში გადაგზავნა, თუმცა გოლი არ ჩაითვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.73-ე წუთზე, ლაშა დვალის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლის შედეგად, სტუმრები დაწინაურდნენ. მოგვიანებით, 85-ე წუთზე, ბარნაბაშ ვარგამ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 0:2 დააფიქსირა.რამაზ სვანაძის გუნდი ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან გამართავს.საქართველოს ეროვნული ნაკრები B2 ჯგუფში ორი ქულით, ბოლო ადგილზეა. უნგრეთი, ხუთ მატჩში მოპოვებული 10 ქულით, პირველ ადგილს იკავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/0e/301727283_0:287:1154:1153_1920x0_80_0_0_c74be4095a2a9435512179be0871f571.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
კვლავ გოლის გარეშე - საქართველო უეფას ერთა ლიგის მატჩში უნგრეთთან დამარცხდა
23:36 14.11.2026 (განახლებულია: 00:36 15.11.2026) რამაზ სვანაძის გუნდი უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 17 ნოემბერს, სტუმრად უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისში გამართულ უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უნგრეთთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა; ეს ზედიზედ მეხუთე შეხვედრაა, რომელშიც გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ აქამდე გამოცდილი სათამაშო სქემა 4-3-3-ით შეცვალა. ტრავმირებული კვარაცხელიასა და კიტეიშვილის, ასევე დისკვალიფიცირებული ქოჩორაშვილის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში კვერნაძე, გაგნიძე და მექვაბიშვილი დააყენა.
უნგრეთის ნაკრების ლიდერი, „ლივერპულის“ ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი, მიუხედავად იმისა რომ მას ტრავმა აწუხებდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მექვაბიშვილმა და წიტაიშვილმა გოლის გატანა ვერ შეძლეს, მიქაუტაძეს კი გოლის გატანაში მცველმა შეუშალა ხელი. ლოჩოშვილმა ბურთი კარში გადაგზავნა, თუმცა გოლი არ ჩაითვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
73-ე წუთზე, ლაშა დვალის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლის შედეგად, სტუმრები დაწინაურდნენ. მოგვიანებით, 85-ე წუთზე, ბარნაბაშ ვარგამ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 0:2 დააფიქსირა.
რამაზ სვანაძის გუნდი ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან გამართავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები B2 ჯგუფში ორი ქულით, ბოლო ადგილზეა. უნგრეთი, ხუთ მატჩში მოპოვებული 10 ქულით, პირველ ადგილს იკავებს.