https://sputnik-georgia.com/20261114/eqsperti-parizi-kievs-exmareba-tavad-ki-skolebisa-da-saavadmyofoebistvis-fuli-ar-hyofnis-301728260.html
ექსპერტი: პარიზი კიევს ეხმარება, თავად კი სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის ფული არ ჰყოფნის
ექსპერტი: პარიზი კიევს ეხმარება, თავად კი სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის ფული არ ჰყოფნის
Sputnik საქართველო
საფრანგეთში საპროტესტო აქციები სექტემბერში დაიწყო; ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია 17 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 550 000 ადამიანი მონაწილეობდა. 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T22:04+0400
2026-11-14T22:04+0400
2026-11-15T00:47+0400
მსოფლიო დღეს
საფრანგეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249746680_0:0:3106:1748_1920x0_80_0_0_167474070df2fe09fe2bc66ed1675b10.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთი, უზარმაზარი სახელმწიფო ვალის მიუხედავად, უკრაინას კვლავ მილიარდობით ევროს ურიცხავს, მაშინ როცა საკუთარი საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის სახსრები არ ჰყოფნის — ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ განუცხადა ფრანგული მედიასაშუალება Divergence Politique-ის თანადამფუძნებელმა და გეოპოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ფაბრის სორლინმა.„საფრანგეთი ქვეყანაა, რომელსაც ფული აღარ აქვს. მისი სახელმწიფო ვალი 3,5 ტრილიონ ევროს აჭარბებს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის მთავრობა უკრაინისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფას აგრძელებს, — აღნიშნა სორლინმა.მისი თქმით, საუბარია უკრაინის მთავრობაზე, რომელიც, მისი აზრით, ბოლო ორი წელია, არალეგიტიმურია.„საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინულ დიქტატურას და მას მილიარდობით ევროს უგზავნის, მაშინ როცა თავად აღარ აქვს საკმარისი თანხა საკუთარი საავადმყოფოების, უნივერსიტეტების, სკოლებისა და სატრანსპორტო სისტემის შესანახად“, — განაცხადა ფრანგმა ექსპერტმა.მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მოსახლეობა შექმნილი ვითარებით უკიდურესად უკმაყოფილოა.საფრანგეთში საპროტესტო აქციები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც პარიზის გარეუბნების ქუჩებში უფროსკლასელები სკოლების გაუმჯობესების მოთხოვნით გამოვიდნენ. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ფასების ზრდით უკმაყოფილო მოქალაქეები და დემონსტრაციები სხვა რეგიონებზე გავრცელდა.ყველაზე მასშტაბური 17 ოქტომბერს გამართული საყოველთაო დემონსტრაცია იყო, რომელშიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 550 000 მონაწილე იყო. სამართალდამცავმა ორგანოებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249746680_266:0:2997:2048_1920x0_80_0_0_c94745ea8dfe02ecbbc0d315b345727b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
საფრანგეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
ექსპერტი: პარიზი კიევს ეხმარება, თავად კი სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის ფული არ ჰყოფნის
22:04 14.11.2026 (განახლებულია: 00:47 15.11.2026) საფრანგეთში საპროტესტო აქციები სექტემბერში დაიწყო; ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია 17 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 550 000 ადამიანი მონაწილეობდა.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთი, უზარმაზარი სახელმწიფო ვალის მიუხედავად, უკრაინას კვლავ მილიარდობით ევროს ურიცხავს, მაშინ როცა საკუთარი საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის სახსრები არ ჰყოფნის — ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ განუცხადა ფრანგული მედიასაშუალება Divergence Politique-ის თანადამფუძნებელმა და გეოპოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ფაბრის სორლინმა.
„საფრანგეთი ქვეყანაა, რომელსაც ფული აღარ აქვს. მისი სახელმწიფო ვალი 3,5 ტრილიონ ევროს აჭარბებს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის მთავრობა უკრაინისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფას აგრძელებს, — აღნიშნა სორლინმა.
მისი თქმით, საუბარია უკრაინის მთავრობაზე, რომელიც, მისი აზრით, ბოლო ორი წელია, არალეგიტიმურია.
„საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინულ დიქტატურას და მას მილიარდობით ევროს უგზავნის, მაშინ როცა თავად აღარ აქვს საკმარისი თანხა საკუთარი საავადმყოფოების, უნივერსიტეტების, სკოლებისა და სატრანსპორტო სისტემის შესანახად“, — განაცხადა ფრანგმა ექსპერტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მოსახლეობა შექმნილი ვითარებით უკიდურესად უკმაყოფილოა.
საფრანგეთში საპროტესტო აქციები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც პარიზის გარეუბნების ქუჩებში უფროსკლასელები სკოლების გაუმჯობესების მოთხოვნით გამოვიდნენ. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ფასების ზრდით უკმაყოფილო მოქალაქეები და დემონსტრაციები სხვა რეგიონებზე გავრცელდა.
ყველაზე მასშტაბური 17 ოქტომბერს გამართული საყოველთაო დემონსტრაცია იყო, რომელშიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 550 000 მონაწილე იყო. სამართალდამცავმა ორგანოებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.