დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებული ასპარეზობისთვის დააჯილდოვეს

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2026
გამოწერა
უწყების განცხადებით, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში გამართულ ცერემონიაზე აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და 2026 წელს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში წარმატებული ასპარეზობისთვის, მინისტრის სახელით, მაჯის საათები გადასცეს.
"დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ აქტივობებში რეგულარულად არიან ჩართულნი, რაც მათ მოტივაციას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და სოციალურ რეინტეგრაციას უწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 32-მა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში, მათ შორის: გერმანიაში გამართულ "გერმანიის ძლიერთა თამაშების სპორტულ ფესტივალში", შოტლანდიაში – "რთულ რელიეფზე მარშირებასა" და ლისის ტბაზე გამართულ ყოველწლიურ საქველმოქმედო გარბენში.
უწყების განცხადებით, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების წევრების მხარდასაჭერად სხვადასხვა სოციალურ და ფსიქოლოგიურ პროგრამას ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0