15 ნოემბერს მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerსარემონტო სამუშაოები რუსთაველის გამზირზე
სარემონტო სამუშაოები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2026
გამოწერა
რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყო.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ასევე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე - თამარ ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია.
როგორც თბილისის მერია განმარტავს, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენები იგება. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით. ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
კერძოდ, ავტობუსები - N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები: N472,N 532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას, ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
აგრეთვე, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0