შემოქმედის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება

© National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgiaშემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 1963-1967 წლებში შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსი იყო
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის, შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციას გეგმავს.
შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსი მოიცავს მაცხოვრისა და ზარზმის სახელობის ტაძრებს, სამრეკლოსა და გალავანს. მისი მთავარი ნაგებობებია XII-XIV საუკუნეების მაცხოვრის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა და XVI საუკუნეში ვახტანგ გურიელის მიერ აგებული ზარზმის სახელობის გუმბათიანი ტაძარი.
© National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgiaშემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
Монастырский комплекс Шемокмеди в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
„ტაძრის რეაბილიტაციის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მისი დამაზიანებელი ყველა ფაქტორის აღმოფხვრა. განხორციელდება ქვისა და კედლის მხატვრობის კონსერვაცია, სრულად შეიცვლება გადახურვა და მოეწყობა წყალარინების სისტემა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
© National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgiaშემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
Монастырский комплекс Шемокмеди в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სააგენტომ უზრუნველყო ძეგლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მრავალმხრივი, მათ შორის კომპლექსის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო კვლევები, შეფასდა არსებული დაზიანებები, განისაზღვრა რეაბილიტაცია-კონსერვაციისა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის მეთოდოლოგია.
პროექტირების დეტალები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თეა ონიანმა და შპს Arch-R ჯგუფის დირექტორმა, გურამ სუთიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
© National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgiaშემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
Монастырский комплекс Шемокмеди в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
შემოქმედის ეპარქიის იურისდიქცია ვრცელდება გურიის მხარის ტერიტორიაზე - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 1963–1967 წლებში მოღვაწეობდა შემოქმედში, როგორც შემოქმედის ეპისკოპოსი. ეს იყო მისი პირველი სამღვდელმთავრო კათედრა, საიდანაც დაიწყო მისი მმართველობითი სასულიერო გზა.
ყველა ახალი ამბავი
0