https://sputnik-georgia.com/20261113/samusao-nebartva-ucxoeltatvis-saqartvelosi-bolo-informacia-301698297.html
სამუშაო ნებართვა უცხოელთათვის საქართველოში: ბოლო ინფორმაცია
სამუშაო ნებართვა უცხოელთათვის საქართველოში: ბოლო ინფორმაცია
Sputnik საქართველო
უცხოელებმა დოკუმენტები წინასწარ უნდა წარადგინოთ, ვინაიდან სამუშაო ნებართვის გაფორმების პროცესი 30 კალენდარულ დღეს გრძელდება. 13.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-13T10:47+0400
2026-11-13T10:47+0400
2026-11-13T10:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1a/291092692_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_ade517fe077f6b4c714836cdfed4ba7c.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც შეღავათიანი პერიოდით სარგებლობდნენ, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში მუშაობის უფლება უნდა მოიპოვონ, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მუშაობის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდა. თუმცა, უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ თარიღამდე შრომითი მიგრანტების მონაცემთა ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი, დროებით გათავისუფლდნენ აღნიშნული ნებართვის მიღების ვალდებულებისგან.შრომითი საქმიანობის უფლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ხოლო IT სფეროში დასაქმებულებისთვის - 3 წლამდე ვადით გაიცემა. ნებართვა უნდა მოიპოვონ იმ უცხოელებმა, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ საქართველოში, საქართველოში მყოფ კლიენტებთან.ნებართვის მიღების სტანდარტული, 30-დღიანი მომსახურების საფასური 200 ლარია, დაჩქარებული, 10-დღიანი მომსახურების შემთხვევაში კი საფასური 400 ლარს შეადგენს.ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, მუშაობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტებს თავად მეწარმე ავსებს, ხოლო საქართველოს კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, ამ პროცესს თავად კომპანია უზრუნველყოფს.საქართველოში ნებართვის გარეშე მუშაობა ქვეყნიდან გაძევების საფუძველია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1a/291092692_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_e9d3e6286c246304c87880170647456b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
სამუშაო ნებართვა უცხოელთათვის საქართველოში: ბოლო ინფორმაცია
უცხოელებმა დოკუმენტები წინასწარ უნდა წარადგინოთ, ვინაიდან სამუშაო ნებართვის გაფორმების პროცესი 30 კალენდარულ დღეს გრძელდება.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც შეღავათიანი პერიოდით სარგებლობდნენ, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში მუშაობის უფლება უნდა მოიპოვონ, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.
2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მუშაობის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდა. თუმცა, უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ თარიღამდე შრომითი მიგრანტების მონაცემთა ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი, დროებით გათავისუფლდნენ აღნიშნული ნებართვის მიღების ვალდებულებისგან.
„კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს იწურება, ვინაიდან შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა 30 კალენდარულ დღეს მოიცავს, სააგენტოს რეკომენდაციაა პროცესი დროულად დაიწყოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონით გათვალისწინებული ჯარიმები, როგორც კომპანიისთვის, ისე უცხოელი დასაქმებულისთვის“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შრომითი საქმიანობის უფლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ხოლო IT სფეროში დასაქმებულებისთვის - 3 წლამდე ვადით გაიცემა. ნებართვა უნდა მოიპოვონ იმ უცხოელებმა, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ საქართველოში, საქართველოში მყოფ კლიენტებთან.
ნებართვის მიღების სტანდარტული, 30-დღიანი მომსახურების საფასური 200 ლარია, დაჩქარებული, 10-დღიანი მომსახურების შემთხვევაში კი საფასური 400 ლარს შეადგენს.
ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, მუშაობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტებს თავად მეწარმე ავსებს, ხოლო საქართველოს კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, ამ პროცესს თავად კომპანია უზრუნველყოფს.
საქართველოში ნებართვის გარეშე მუშაობა ქვეყნიდან გაძევების საფუძველია.