ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ

© photo: Sputnik / Sergey Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიაბუ-დაბი
აბუ-დაბი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
გამოწერა
მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ციხეს დღეს დატოვებენ.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. UFC-ის მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300.000 დირჰემის (დაახლოებით 81 ათასი დოლარი) ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
11 ნოემბერს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს MMA-ის დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა საბა ლაზიშვილმა დაზიანებები მიიღეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. დაპირისპირების შემდეგ დვალიშვილი, ლაზიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი და დაპირისპირებაში ჩართული სხვა მონაწილეები ადგილობრივმა პოლიციამ საპატიმროში გადაიყვანა.
კერძოდ, აბუ-დაბის სასამართლომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს MMA-ს დაღესტნელ მებრძოლს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის ორ წევრს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ნურმაგომედოვის გუნდის წევრები 300 ათასი დირჰემით დაჯარიმდნენ და პატიმრობის დასრულების შემდეგ მათი დეპორტაცია მოხდება.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის ქართველ მოჭიდავე საბა ლაზიშვილს, მათ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50-50 ათასი დირჰემის (დაახლოებით 13 ათასი დოლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ისინი ციხეს დღეს დატოვებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილისთვის გამოწერილ ჯარიმას თავად ის ორგანიზაცია (RAF) დაფარავს, რომლის ღონისძიების ფარგლებშიც სპორტსმენები აბუ-დაბიში იმყოფებოდნენ.
მომხდარს გამოეხმაურა უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი, რომელმაც ინციდენტს სამარცხვინო უწოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობას საჯაროდ მოუბოდიშა.
მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში, ეტიჰად არენაზე, ამერიკული თავისუფალი ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე მარლონ მორაესს უნდა დაპირისპირებოდა. ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღო უსმანის ძმას, უმარ ნურმაგომედოვსაც, რომელიც ასევე მონაწილეობდა კონფლიქტში.
ყველა ახალი ამბავი
0