მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა

© Courtesy of Mikheil Kavelashvili საქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა გაეროს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ქალაქ ანტალიაში 10 ნოემბერს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში (COP31).
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
"მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს სააგენტოების საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოში, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა გაეროს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
სამიტის ფარგლებში ყაველაშვილი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია ანტალია 9-20 ნოემბერს მასპინძლობს.
ყველა ახალი ამბავი
0