https://sputnik-georgia.com/20261113/mimdinare-wlis-at-tvesi-ukanono-tevzweris-500-mde-faqti-gamovlinda-301701405.html
მიმდინარე წლის ათ თვეში უკანონო თევზჭერის 500-მდე ფაქტი გამოვლინდა
მიმდინარე წლის ათ თვეში უკანონო თევზჭერის 500-მდე ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობა დაახლოებით 550 კგ-ია. 13.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-13T11:56+0400
2026-11-13T11:56+0400
2026-11-13T12:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23323/19/233231995_0:29:1500:873_1920x0_80_0_0_977f3ff0d6410a56fa756283a88be7ef.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 491 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კანონდარღვევებიდან 247 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობა დაახლოებით 550 კგ-ია. ყველაზე მეტი - 105 ფაქტი გამოვლენილია იმერეთში. 84 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 64 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 54 - ქვემო ქართლში, 47 - კახეთში, 37 - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 11 - აჭარაში, ასევე 11 - სამცხე-ჯავახეთში. 48 ფაქტი კი გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები გამოვლინდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 10 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 16 ფაქტი გამოავლინეს. ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი. ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა. სსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია. საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23323/19/233231995_134:0:1466:999_1920x0_80_0_0_928ee75c674b89d53a38675e447d6904.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მიმდინარე წლის ათ თვეში უკანონო თევზჭერის 500-მდე ფაქტი გამოვლინდა
11:56 13.11.2026 (განახლებულია: 12:25 13.11.2026) ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობა დაახლოებით 550 კგ-ია.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 491 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანონდარღვევებიდან 247 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობა დაახლოებით 550 კგ-ია.
ყველაზე მეტი - 105 ფაქტი გამოვლენილია იმერეთში. 84 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 64 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 54 - ქვემო ქართლში, 47 - კახეთში, 37 - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 11 - აჭარაში, ასევე 11 - სამცხე-ჯავახეთში. 48 ფაქტი კი გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სამართალდარღვევები გამოვლინდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 10 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 16 ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა.
სსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.