ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

© Sputnik / STRINGERბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
გამოწერა
შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 30-60-ე კმ (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დიდთოვლობის გამო აიკრძალა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0