https://sputnik-georgia.com/20261113/800-mde-frta-kolxuri-xoxobi-wawunas-arkvetilsi-gadaiyvanes-301703223.html
800-მდე ფრთა კოლხური ხოხობი ჭაჭუნას აღკვეთილში გადაიყვანეს
800-მდე ფრთა კოლხური ხოხობი ჭაჭუნას აღკვეთილში გადაიყვანეს
Sputnik საქართველო
2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. 13.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-13T14:26+0400
2026-11-13T14:26+0400
2026-11-13T14:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ცხოველთა დაცვა
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/11/245431153_0:70:1372:842_1920x0_80_0_0_e809949b58205a9dd925db66a1a290b4.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა 800 ერთეულამდე კოლხური ხოხობი ჭაჭუნას აღკვეთილში გადაიყვანეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით მოქმედ ფრინველთსაშენში გამოყვანილი 800 ერთეულამდე კოლხური ხოხობი ჭაჭუნას დაცული ტერიტორიების საადაპტაციო ვოლიერში განათავსეს. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში მდებარე ფრინველთსაშენი საქართველოს ადგილობრივი ფაუნის, კერძოდ, კოლხური ხოხბის, კაკბისა და გნოლის პოპულაციების გამრავლებასა და აღდგენას ემსახურება. სააგენტოს ინფორმაციით, ფრინველების გაშვება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ველურ ბუნებაში სისტემატურად ხდება, რაც მიზნად ისახავს მათი პოპულაციების აღდგენისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. 2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება. კოლხური ხოხობი ადგილობრივი ველური ბუნების სახეობაა. იგი საქართველოს უძველესი ბინადარია. მისი ჰაბიტატი წარმოადგენს ხშირი მცენარეულობით დაფარული დაბლობები, მდინარის ფართო ველი ჭალის ტყით, მშრალი მდელოები ბუჩქოვანი საფარითა და ღია, მშრალი ტყეები მთისწინეთში. გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/11/245431153_79:0:1294:911_1920x0_80_0_0_296e941f48a1e0cf83ab6cadbcd3bcb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ცხოველთა დაცვა, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ცხოველთა დაცვა, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
800-მდე ფრთა კოლხური ხოხობი ჭაჭუნას აღკვეთილში გადაიყვანეს
2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა 800 ერთეულამდე კოლხური ხოხობი ჭაჭუნას აღკვეთილში გადაიყვანეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით მოქმედ ფრინველთსაშენში გამოყვანილი 800 ერთეულამდე კოლხური ხოხობი ჭაჭუნას დაცული ტერიტორიების საადაპტაციო ვოლიერში განათავსეს.
"ფრინველები ვოლიერში რამდენიმე თვეს გაატარებენ, რაც მათ ველურ გარემოსთან შეგუებასა და თვითგადარჩენის უნარების გამომუშავებაში დაეხმარება. ადაპტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ ხოხბებს ბუნებაში ეტაპობრივად გაუშვებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში მდებარე ფრინველთსაშენი საქართველოს ადგილობრივი ფაუნის, კერძოდ, კოლხური ხოხბის, კაკბისა და გნოლის პოპულაციების გამრავლებასა და აღდგენას ემსახურება.
სააგენტოს ინფორმაციით, ფრინველების გაშვება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ველურ ბუნებაში სისტემატურად ხდება, რაც მიზნად ისახავს მათი პოპულაციების აღდგენისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება.
კოლხური ხოხობი ადგილობრივი ველური ბუნების სახეობაა. იგი საქართველოს უძველესი ბინადარია. მისი ჰაბიტატი წარმოადგენს ხშირი მცენარეულობით დაფარული დაბლობები, მდინარის ფართო ველი ჭალის ტყით, მშრალი მდელოები ბუჩქოვანი საფარითა და ღია, მშრალი ტყეები მთისწინეთში. გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე.