თბილისში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
ბოროტმოქმედები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ჯერჯერობით უცნობია საზარელი მკვლელობის მოტივები.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ოთხშაბათს საღამოს თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 60 წელს გადაცილებული წყვილი, ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი წარმოშობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ და თბილისში, სავაჭრო ცენტრ "საბაში" მცირე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდნენ.
ადგილობრივების განცხადებით, ცოლ-ქმარს ლიფტთან ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს და ცეცხსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
ბოროტმოქმედები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ჯერჯერობით უცნობია საზარელი მკვლელობის მოტივები.
ღამით მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0