საქართველოში ლუდის ხარშვის ტრადიცია UNESCO-ს მემკვიდრეობის ნუსხაში შეიძლება მოხვდეს

ლუდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
ამჟამად მზადდება ტრადიციების აღწერილობითი ნაწილი, გროვდება დოკუმენტური მასალები და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთიანეთში ლუდის რიტუალური მომზადებისა და გამოყენების ტრადიცია შესაძლოა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანონ, ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურში იუწყებიან.
ისტორიკოსების აზრით, ლუდის ხარშვის ტრადიცია საქართველოში აღმოსავლეთიდან შემოვიდა. უძველეს დროში ლუდს ხორბლისგან ამზადებდნენ, ხოლო მსოფლიოში არსებული ხორბლის 17 ჯიშიდან 12 სწორედ საქართველოში იყო გავრცელებული. საქართველოს მთიანეთში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული, მათ შორის რელიგიური, ლუდთან არის დაკავშირებული. ამ სასმელს სპეციალურად სადღესასწაულო შემთხვევებისთვის ხარშავენ და ყველა სტუმარს სთავაზობენ.
სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გელა სამხარაულის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის კვლევა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ნომინაციის UNESCO-სთვის წარდგენა, რათა აღნიშნულმა ტრადიციამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.
„იუნესკოში ქართული მთის ლუდის ხარშვასთან დაკავშირებული ტრადიციების აღიარების მიზნით მიმდინარეობს ნომინაციაზე წარსადგენი მასალების მომზადება, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში მზადდება ტრადიციების აღწერილობითი ნაწილი, გროვდება დოკუმენტური მასალები და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
სამუშაო შეხვედრაში კულტურის სამინისტროსა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ისტორია და ტრადიციები
საქართველოს მთიანეთში (განსაკუთრებით ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში) ტრადიციულ ლუდს ძველად „ალუდს“ ან „ალუდას“ ეძახდნენ. სიტყვა „ლუდი“ სწორედ ამ უძველესი ქართული ფორმის („ალუდი“) შემოკლებული ვარიანტია. თუშეთში ლუდს საახალწლოდაც იხარშება (წელწდობაზე, როგორც ახალ წელს ადგილობრივები უწოდებენ).
ხევსურეთში 14 წლის ჭაბუკს ლუდის დალევის უფლებას აძლევდნენ - ამით მას ნამდვილ მამაკაცად აღიარებდნენ. ხევსურეთში ქალებს ლუდის დალევა ეკრძალებოდათ.
ყველა ახალი ამბავი
0