ანალიტიკოსებმა საქართველოში ინფლაციის პროგნოზი შეამცირეს

© photo: Sputnik / Stringerბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზრდება - 8,25%-დან 8,5%-მდე.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ანალიტიკურმა სააგენტო „თიბისი კაპიტალმა“ (TBC Capital) საქართველოში 2027 წლისთვის ინფლაციის პროგნოზი შეამცირა, ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის ოქტომბერი 2025 წლის ოქტომბერთან) 5,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე - 21,9%-ით, კომუნალურ მომსახურებაზე - 10,1%-ით, ჯანდაცვაზე - 8,4%-ით. ფასები შემცირდა განათლების (12%-ით) და კავშირგაბმულობის (2,5%-ით) სფეროებში.
„თიბისი კაპიტალი“ 2026 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 6,0%-დან 5,7%-მდე ამცირებს, რადგან უმაღლესი განათლების საფასურის კლების გავლენა ნავთობისა და საკვების მხრიდან დამატებით ზეწოლას აჭარბებს. ამავდროულად, ნავთობის გაძვირების გაგრძელების შემთხვევაში ინფლაცია შესაძლოა პროგნოზს გადააჭარბოს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ამასთან TBC Capital ვარაუდობს, რომ დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზრდება - 8,25%-დან 8,5%-მდე.
სებ-მა მონეტარული პოლიტიკა 2026 წლის 6 მაისს, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 8,25%-მდე გაზარდა. იმ დროიდან განაკვეთი უცვლელია. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2026 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0