საქართველოს რკინიგზა ახალ მატარებლებს შეიძენს

© courtesy of Georgian Railwayთბილისი-ბათუმის მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 70 მლნ დოლარს შეადგენს.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik.„საქართველოს რკინიგზამ“ 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება, მისი სავარაუდო ღირებულება 70 მლნ დოლარს შეადგენს.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში შესაძენი მატარებლები ოთხვაგონიანი უნდა იყოს, მინიმუმ 280 დასაჯდომი ადგილით. მათი კონსტრუქციული სიჩქარე 160 კმ/სთ-ს უნდა აღწევდეს, ვაგონების კორპუსის საექსპლუატაციო ვადა კი 40 წლით არის განსაზღვრული.
პროექტის აღწერაში ახალი მატარებლების საჭიროება, მათ შორის, თბილისი-ბათუმის, თბილისი-ფოთის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი-ქუთაისის მიმართულებებზე მოძრავი შემადგენლობის დეფიციტის შემცირებასა და მომსახურების სიხშირის გაზრდას უკავშირდება.
გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება არამხოლოდ მატარებლების მოწოდება, არამედ 10 წლის განმავლობაში მათი ტექნიკური მომსახურებაც.
კომპანიებს ასევე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული მსგავსი კონტრაქტების შესახებ, მათ შორის, რამდენი მატარებელი დაამზადეს, მიაწოდეს და ექსპლუატაციაში გაუშვეს.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 22 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი. საქართველოს რკინიგზის მიერ პოტენციური მიმწოდებლებისთვის მომზადებული კითხვარის მიხედვით, სავარაუდო გრაფიკი ათივე მატარებლის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში მიწოდებას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0