https://sputnik-georgia.com/20261112/saqartvelos-aeroportebis-gaertianebis-akademia-saertasoriso-saswavlo-programebs-danergavs-301695699.html
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აკადემია საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს დანერგავს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აკადემია საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს დანერგავს
Sputnik საქართველო
IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები საქართველოში 2027 წლის თებერვალში დაიწყება 12.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-12T22:41+0400
2026-11-12T22:41+0400
2026-11-12T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288437100_0:86:1280:806_1920x0_80_0_0_13ae8e31e9c121729cbd708a5a69ad7e.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ (UAG) აკადემია „საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის“ (IATA) პირველი რეგიონული პარტნიორი გახდა, რაც IATA-ს სასწავლო პროგრამების საქართველოში დანერგვის შესაძლებლობას ქმნის, განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიკა თიკანაშვილმა.„საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია“ (IATA) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გლობალური სამოქალაქო ავიაციის ბაზრის ინტერესებს წარმოადგენს. მისი სასწავლო პროგრამები, რომლებიც ავიაციის დარგის ექსპერტების მიერ არის შემუშავებული, მიზნად ისახავს სპეციალისტების მომზადებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ავიაბილეთების გაყიდვა, სატვირთო გადაზიდვები, აეროპორტების მომსახურება და ავიაკომპანიების მართვა.„IATA-ს აკრედიტაციის წარმატებით გავლა და რეგიონული სასწავლო პარტნიორის სტატუსის მინიჭება შესაძლებლობას გვაძლევს, საქართველოში დავნერგოთ საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამები, მათ შორის უსაფრთხოების მართვის სისტემების, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური გაუმართაობების გამომწვევი მიზეზების ანალიზის მიმართულებით“, - განაცხადა თიკანაშვილმა.მისი თქმით, ასოციაცია მიზნად ისახავს, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად იქცეს, სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდეს სასწავლო და სპეციალიზებული კურსების რაოდენობა, მოხდეს დარგის სპეციალისტების დაინტერესება და მოზიდვა.2027 წლის თებერვლიდან UAG აკადემიაში IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები დაიწყება. პროგრამებში მონაწილეობას შეძლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე დაინტერესებული პირები რეგიონის სხვა ქვეყნებიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288437100_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_1d4f08b7d6544c4d571069533d7b6c90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აკადემია საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს დანერგავს
IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები საქართველოში 2027 წლის თებერვალში დაიწყება
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ (UAG) აკადემია „საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის“ (IATA) პირველი რეგიონული პარტნიორი გახდა, რაც IATA-ს სასწავლო პროგრამების საქართველოში დანერგვის შესაძლებლობას ქმნის, განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიკა თიკანაშვილმა.
„საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია“ (IATA) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გლობალური სამოქალაქო ავიაციის ბაზრის ინტერესებს წარმოადგენს. მისი სასწავლო პროგრამები, რომლებიც ავიაციის დარგის ექსპერტების მიერ არის შემუშავებული, მიზნად ისახავს სპეციალისტების მომზადებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ავიაბილეთების გაყიდვა, სატვირთო გადაზიდვები, აეროპორტების მომსახურება და ავიაკომპანიების მართვა.
„IATA-ს აკრედიტაციის წარმატებით გავლა და რეგიონული სასწავლო პარტნიორის სტატუსის მინიჭება შესაძლებლობას გვაძლევს, საქართველოში დავნერგოთ საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამები, მათ შორის უსაფრთხოების მართვის სისტემების, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური გაუმართაობების გამომწვევი მიზეზების ანალიზის მიმართულებით“, - განაცხადა თიკანაშვილმა.
მისი თქმით, ასოციაცია მიზნად ისახავს, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად იქცეს, სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდეს სასწავლო და სპეციალიზებული კურსების რაოდენობა, მოხდეს დარგის სპეციალისტების დაინტერესება და მოზიდვა.
2027 წლის თებერვლიდან UAG აკადემიაში IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები დაიწყება. პროგრამებში მონაწილეობას შეძლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე დაინტერესებული პირები რეგიონის სხვა ქვეყნებიდან.