მიმოხილვა: ოპერატიული ვითარება სუმის მიმართულებაზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებული ძალები ფრონტის მთელ ხაზზე მეთოდურად ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვას — ჩრდილოეთით მდებარე სუმისა და ხარკოვის ოლქებიდან სამხრეთით მდებარე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებამდე. ჯარების დაჯგუფება „ჩრდილოეთი“ თავდაჯერებულად აფართოებს უსაფრთხოების ზონას და სუმის ოლქში წარმატებას ავითარებს. რუსეთის მოიერიშე ქვედანაყოფებმა სოფელი ნიკოლსკოე გაათავისუფლეს და ქალაქ სუმის 10 კილომეტრით მიუახლოვდნენ. ეს 2022 წლის შემდეგ ყველაზე მცირე მანძილია.
ნოემბერში, სუმის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები საგრძნობლად გააქტიურდა. რუსეთის ჯარები საოლქო ცენტრს უახლოვდებიან. სამშაბათს მათ გაათავისუფლეს სოფელი ნიკოლსკოე, რომელიც იუნაკოვკის სამხრეთით, ცხრა კილომეტრში მდებარეობს. იუნაკოვკა ფართოდ არის ცნობილი 2024 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს მიერ კურსკის ოლქში მოწყობილი ავანტიურის გამო. ამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა დასახლება ბიტიცისკენ წაიწიეს.
სუმი ჩერნიგოვი არ არის, აქედან კიევამდე პირდაპირი მანძილი 280 კილომეტრია. მიუხედავად ამისა, რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში უსაფრთხოების ზონის გაფართოებისთვის სუმის ოლქის ტერიტორიაზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს. 11 ნოემბერს ჯარების დაჯგუფება „ჩრდილოეთმა“ სუმის ოლქის რამდენიმე დასახლების მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ორ მექანიზებულ, ორ საჰაერო-მობილურ ბრიგადასა და ტერიტორიული თავდაცვის ოთხ ბრიგადას მიაყენა ძლიერი დარტყმა.
12 ნოემბერს დაჯგუფება „ჩრდილოეთის“ ქვედანაყოფებმა უფრო ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს და სუმის ოლქში, ქალაქ პუტივლისა და სოფელ სპასკოეს მახლობლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ფორმირებები გაანადგურეს. „ჩრდილოელები“ წარმატებას, ობიექტური სირთულეების მიუხედავად, ავითარებენ. ფრონტზე შემოდგომის გარდამავალი სეზონია, რაც ოპერაციულ აქტივობას ამცირებს. გარდა ამისა, სუმის ოლქში მრავლადაა ხშირი ტყეები, წყლის დაბრკოლებები და ჭაობიანი მონაკვეთები.
უკრაინელი დამკვირვებლები რუსეთის არმიის სუმისკენ გარღვევითა და ერთ დღეში 50 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიის დაკარგვით უკიდურესად შეშფოთებულები არიან. კიევში სოფელი ნიკოლსკოე ერთ-ერთ ძლიერ გამაგრებულ რაიონად და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმის ბაზად მიიჩნეოდა, საიდანაც რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში დივერსიულ-სადაზვერვო მოქმედებები ხორციელდებოდა. გარღვევა კანონზომიერია: უკრაინის თავდაცვა FPV-დრონების მასობრივ გამოყენებას ეყრდნობა, მოწინავე პოზიციებზე ქვეითი ჯარი არ ჰყოფნით, ხოლო დრონების ოპერატორთა გათვლები მოწყვლადია. როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების პოზიციებს აღმოაჩენენ და ანადგურებენ, რუსეთის მოიერიშე ქვედანაყოფები წინ უფრო სწრაფად მიიწევენ.
რუსეთის შეიარაღებული ძალები სუმის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვებს, საბრძოლო ტექნიკასა და საბრძოლო მასალების საწყობებს სისტემატურად ანადგურებენ. აგრძელებენ სარაკეტო დარტყმებს დნეპრის ხიდებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საამქროებზე და მოწინააღმდეგის სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე კიევსა და მის მიერ კონტროლირებად რეგიონებში, აგრეთვე შავ ზღვაში ნატოს შეიარაღებით დატვირთულ მშრალტვირთმზიდ გემებზე. „დამოუკიდებელი“ ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება და სატრანსპორტო მიმოსვლა შეუქცევადად წარსულს ბარდება.
12 ნოემბრის ღამეს კიევში დარტყმა მიადგა ქარხანას „გენერატორი“, რომლის საამქროებშიც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატები „ჰორნეტი“ იწყობოდა. კიევის ოლქში იწვის ქარხანა „კერამეტი“, სადაც მყარ სარაკეტო საწვავის კომპონენტებს აწარმოებდნენ. ძლიერი დეტონაცია დაფიქსირდა ირპენში და ბელაია ცერკოვის რაიონში. ბროვარიში „დემილიტარიზებულია“ საავიაციო საწარმო, სადაც FPV-დრონებს აწყობდნენ. განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალების კიდევ ერთი საწყობი სავაჭრო ცენტრ „ეპიცენტრში“.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დარტყმები განხორციელდა უკრაინის ჯარების სამხედრო აეროდრომებსა და დროებითი დისლოკაციის პუნქტებზე 154 რაიონში. დარტყმების სერია განხორციელდა ილიჩიოვსკის, ოდესისა და იზმაილის პორტებზე, აგრეთვე ზატოკაში, დნესტრის ლიმანზე გამავალ ხიდზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა 6,5 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 310 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამ მოკლე ციფრების მიღმა უზარმაზარი და წარმოუდგენლად რთული საბრძოლო სამუშაო დგას.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში განადგურებულია: 674 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი, 285 050-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 672 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 31 602 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, მოწინააღმდეგის 1 796 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 36 910 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმმტყორცნი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალების დანაკარგებმა დიდი ხანია, ერთ მილიონს გადააჭარბა და კვლავ იზრდება.
უკრაინის ტერიტორიაზე მეორედ დაფიქსირდა კოსმოსური ინტერნეტის გლობალური შეზღუდვა. საფრენი აპარატების 160 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილებისას ბორტული ტერმინალები Starlink და Starshield ითიშება. უკრაინის პროქსი-არმიას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ის მთლიანად ამერიკულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. თუმცა, კიევის მარიონეტებმა უკრაინის მოქალაქეებს ოფიციალურად მოუწოდეს, სწრაფი მშვიდობის იმედი არ ჰქონდეთ, მძიმე ზამთრისა და ომის გაგრძელებისთვის მოემზადონ. უიმედობის წყვდიადი ჩამოწვა უკრაინაზე, რომელსაც ვიღაც დასავლელმა პატრონებმა რუსეთის წინააღმდეგ „თვითმკვლელობა“ მიუსაჯეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0