https://sputnik-georgia.com/20261112/neapolsi-qartvelma-momvlelma-moxucebi-daazina-da-gaqurda-301690964.html
ნეაპოლში ქართველმა მომვლელმა მოხუცი ცოლ-ქმარი დააძინა და გაქურდა
ნეაპოლში ქართველმა მომვლელმა მოხუცი ცოლ-ქმარი დააძინა და გაქურდა
Sputnik საქართველო
ქალმა ოჯახიდან 50 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული და 100 ათასი ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა. 12.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-12T19:26+0400
2026-11-12T19:26+0400
2026-11-12T19:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული დიასპორა
იტალია
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/04/273655415_0:831:2048:1983_1920x0_80_0_0_860c1e761dfc7e1d838379e3526e87d4.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. იტალიის ქალაქ ნეაპოლში 53 წლის ქართველი ქალი დააკავეს, იუწყება ადგილობრივი მედია. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ქალმა ნეაპოლში ერთ-ერთ ოჯახში 70 წელს გადაცილებული წყვილის მომვლელად დაიწყო მუშაობა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გაუჩინარდა. გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილმა ქურდობამდე წვნიანი მოამზადა, რომელშიც წყვილის დასაძინებლად სპეციალური საშუალება შეურია. მან ოჯახიდან 50 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული და 100 ათასი ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა. გამოძიება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და პოლიციამ ეჭვმიტანილის ადგილსამყოფლის დადგენა გასულ კვირას შეძლო. დაკავებისას ეჭვმიტანილს იმავე ნარკოტიკული საშუალების ბოთლი უპოვეს, რომელიც ექსპერტიზამ დაზარალებულების წვნიანში აღმოაჩინა. ასევე ქალს თან ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა, რომელიც სხვის სახელზე იყო რეგისტრირებული. სასამართლომ ქართველ ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/04/273655415_0:628:2048:2164_1920x0_80_0_0_1e8fa990bb87695e3986442a2931fc4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული დიასპორა, იტალია , შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, ქართული დიასპორა, იტალია , შემთხვევები
ნეაპოლში ქართველმა მომვლელმა მოხუცი ცოლ-ქმარი დააძინა და გაქურდა
ქალმა ოჯახიდან 50 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული და 100 ათასი ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა.
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. იტალიის ქალაქ ნეაპოლში 53 წლის ქართველი ქალი დააკავეს, იუწყება ადგილობრივი მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ქალმა ნეაპოლში ერთ-ერთ ოჯახში 70 წელს გადაცილებული წყვილის მომვლელად დაიწყო მუშაობა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გაუჩინარდა.
გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილმა ქურდობამდე წვნიანი მოამზადა, რომელშიც წყვილის დასაძინებლად სპეციალური საშუალება შეურია.
მან ოჯახიდან 50 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული და 100 ათასი ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა.
გამოძიება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და პოლიციამ ეჭვმიტანილის ადგილსამყოფლის დადგენა გასულ კვირას შეძლო.
დაკავებისას ეჭვმიტანილს იმავე ნარკოტიკული საშუალების ბოთლი უპოვეს, რომელიც ექსპერტიზამ დაზარალებულების წვნიანში აღმოაჩინა. ასევე ქალს თან ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა, რომელიც სხვის სახელზე იყო რეგისტრირებული.
სასამართლომ ქართველ ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.