მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ

© courtesy of Merab Dvalishviliმერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
ილია თოფურიას განცხადებით, თავდამსხმელები დააკავეს
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ოთხშაბათს ქართველ მებრძოლს მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ - სოციალურ ქსელში ვიდეოს მებრძოლი აქვეყნებს.
„სასტუმროს ფოიეში RAF-სთვის ინტერვიუს ვწერდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები მაჩერებდნენ, ფეხებით გვცემდნენ, როცა ძირს ვიწექით“, – ამბობს დვალიშვილი.
მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში ჭიდაობის ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ის ეგიდით 14 ნოემბერს შეხვედრა მარლონ მორაესთან ელის.
მერაბ დვალიშვილზე აბუ-დაბიში განხორციელებულ თავდასხმას ილია თოფურია გამოეხმაურა. ქართველი მებრძოლის თქმით, უსმან ნურმაგომედოვი და მასთან ერთად მყოფი პირები დააკავეს.
„გავრცელებული ინფორმაციით, უსმანი იმ ლაჩრებთან ერთად დააკავეს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ“, - განაცხადა თოფურიამ.
24 ოქტომბერს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვერ დაიბრუნა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონთან, რუსეთის წარმომადგენელ პიოტრ იანთან წააგო.
ყველა ახალი ამბავი
0