ლარის სტაბილურობა ფასების ზრდის ნეგატიურ ეფექტს სერიოზულად ამცირებს - თურნავა

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის ოქტომბერი 2025 წლის ოქტომბერთან) 5,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ლარის გამყარება ნაწილობრივ ანეიტრალებს საწვავზე ფასების ზრდის ნეგატიურ ეფექტს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის ოქტომბერი 2025 წლის ოქტომბერთან) 5,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია.
„დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის და ბენზინის გაზრდილი ფასებს იმპორტულ ინფლაციაში ძალიან დიდი წვლილი აქვს, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი გაიზარდა. რომ არა ლარის გამყარება და ლარის სტაბილურობა, ეს წნეხი უფრო დიდი იქნებოდა. ანუ რა თქმა უნდა, ლარის გამყარება ვერ უსწრებს და ვერ ანეიტრალებს მთლიანად ასეთი ძლიერი გარე შოკის მოქმედებას, მაგრამ სერიოზულად ამცირებს მას", - განმარტავს ნათია თურნავა.
მისი თქმით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2026 წლის განმავლობაში თითქმის 4%-ით გამყარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე - 21,9%-ით, კომუნალურ მომსახურებაზე - 10,1%-ით, ჯანდაცვაზე - 8,4%-ით.
ფასები შემცირდა განათლების (12%-ით) და კავშირგაბმულობის (2,5%-ით) სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0