https://sputnik-georgia.com/20261112/gori-qartul-widaobasi-meore-msoflio-cempionats-umaspinzlebs-301680101.html
გორი ქართულ ჭიდაობაში მეორე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
გორი ქართულ ჭიდაობაში მეორე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
ჩემპიონატის პროგრამაში პირველად 80 კგ-მდე წონით კატეგორიაში შეჯიბრებაც იქნება 12.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-12T10:48+0400
2026-11-12T10:48+0400
2026-11-12T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
იუნესკო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/06/301001109_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_f09b17ead30c28a9ee5f327a850dc238.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik.15 ნოემბერს გორი ქართულ ჭიდაობაში რიგით მეორე მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.შეჯიბრება ორ წონით კატეგორიაში – 80 კგ-სა და აბსოლუტურში გაიმართება.ტურნირზე 24 ქვეყნის ფალავანი დარეგისტრირდა. ჩემპიონატი გორის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.2026 წლის მსოფლიო პირველობაზე აბსოლუტურ წონას პირველად დაემატება 80 კგ წონითი კატეგორია, რაც კიდევ უფრო მეტად სანახაობრივს გახდის ჩემპიონატს.ტურნირის ორგანიზატორი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაა, მხარდამჭერები კი საქართველოს სპორტის სამინისტრო და გორის მუნიციპალიტეტი.14 ნოემბერს აწონვა ჩატარდება, ასპარეზობები კი 15 ნოემბერს გაიმართება.2025 წელს ქართულ ჭიდაობაში პირველ მსოფლიოს ჩემპიონატს თბილისი მასპინძლობდა.ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მის, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის, სიძველეს ადასტურებს ალავერდის ტაძრის კედელზე გამოსახული ჭიდაობის სცენაც. პერსონაჟების სახეები, ჩაცმულობა და პლასტიკა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. 2018 წელს იუნესკომ ქართული ორთაბრძოლა — ჭიდაობა კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/06/301001109_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_2303582294234da97d3da4758134b729.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, იუნესკო , ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, იუნესკო , ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
გორი ქართულ ჭიდაობაში მეორე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
ჩემპიონატის პროგრამაში პირველად 80 კგ-მდე წონით კატეგორიაში შეჯიბრებაც იქნება
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik.15 ნოემბერს გორი ქართულ ჭიდაობაში რიგით მეორე მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
შეჯიბრება ორ წონით კატეგორიაში – 80 კგ-სა და აბსოლუტურში გაიმართება.
ტურნირზე 24 ქვეყნის ფალავანი დარეგისტრირდა. ჩემპიონატი გორის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.
2026 წლის მსოფლიო პირველობაზე აბსოლუტურ წონას პირველად დაემატება 80 კგ წონითი კატეგორია, რაც კიდევ უფრო მეტად სანახაობრივს გახდის ჩემპიონატს.
ტურნირის ორგანიზატორი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაა, მხარდამჭერები კი საქართველოს სპორტის სამინისტრო და გორის მუნიციპალიტეტი.
14 ნოემბერს აწონვა ჩატარდება, ასპარეზობები კი 15 ნოემბერს გაიმართება.
2025 წელს ქართულ ჭიდაობაში პირველ მსოფლიოს ჩემპიონატს თბილისი მასპინძლობდა.
ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მის, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის, სიძველეს ადასტურებს ალავერდის ტაძრის კედელზე გამოსახული ჭიდაობის სცენაც. პერსონაჟების სახეები, ჩაცმულობა და პლასტიკა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. 2018 წელს იუნესკომ ქართული ორთაბრძოლა — ჭიდაობა კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად აღიარა.