მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ევრაზია“ რუსულ ენაზე უცხოური ფილმების კონკურსისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიტელეგადაცემის გადაღება
ტელეგადაცემის გადაღება - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
მონაწილეები შეეცდებიან გრანტების მოპოვებას მხატვრული, დოკუმენტური ფილმების და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების გადასაღებად
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ავტონომიურმა არაკომერციულმა ორგანიზაცია „ევრაზიამ“ გამოაცხადა კონკურსი „საუკეთესო უცხოური ფილმი რუსულ ენაზე“ - განაცხადების მიღება დაწყებულია და 15 დეკემბერს დასრულდება.
კონკურსი განკუთვნილია გამოცდილი და დამწყები რეჟისორებისთვის. ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ რუსულ ენაზე გადაღებული მხატვრული, დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები.
მონაწილეობის უფლება აქვთ 18 წლის და უფროსი ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, უცხოურ კომერციულ კომპანიებს და უცხოურ არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ნამუშევრები უნდა ეხებოდეს ეროვნულ მემკვიდრეობას, მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს თავიანთი ქვეყნების განვითარებაში. სხვა თემებია ტრადიციული ღირებულებები, სოციალური საკითხები, სპორტი და თანამედროვე კინოს პოპულარიზაცია.
კონკურსის დეტალური წესები და განაცხადების შეტანის პირობები ხელმისაწვდომია Eurasia-Kinofest-ის ვებსაიტზე.
ყველა ახალი ამბავი
0