ჩვენი წარსული არ უნდა დავივიწყოთ: გაგნიძე რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე

გამოწერა
თბილისში გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას" ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
შეხვედრაზე ფონდ „ისტორიული მემკვიდრეობის" ხელმძღვანელმა ტარიელ გაგნიძემ ხაზგსმით აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ისტორია მრავალმხრივი მემკვიდრეობაა, რომლის შესწავლაც მთელი სისრულით არის აუცილებელი.
მისი აზრით, ისტორიული მოვლენების შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რთული პერიოდების გათვალისწინება, არამედ ნაყოფიერი თანამშრომლობის, კულტურული გაცვლისა და ერთობლივი მიღწევების არაერთი მაგალითის გახსენებაც.
მან განსაკუთრებული ყურადღება საერთო ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების საკითხებს დაუთმო.
„ეს გასული 30 წელი თავგზა გვქონდა არეული და მარტო ერთი მიმართულებით - დასავლეთისკენ ვიყურებოდით. ერთბაშად დავივიწყეთ ის წარსული ისტორია, რაც რუსეთთან ერთად გავიარეთ... მავანთა მხრიდან ამ ისტორიიდან მხოლოდ არსებული მცირე ნეგატივის გაზვიადება და გაბუქება ხდებოდა. და ის ყველაფერი, რაც კარგი და პოზიტიური იყო კონკრეტულად საქართველოსთვის, ამას ჩქმალავდნენ, იგნორირებას უკეთებდნენ“, - განაცხადა ისტორიკოსმა.
გაგნიძის აზრით, საერთო ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიმართვა არა მხოლოდ ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას, არამედ ხალხებს შორის ურთიერთგაგების დამატებითი შესაძლებლობების შექმნასაც შეუწყობს ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0